
რა მოვამზადოთ ვახშმისთვის ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ? გიზიარებთ ტოპ-რეცეპტებს ნებისმიერი გემოვნებისთვის.

ყაბაყის დიეტური წვნიანი
ინგრედიენტები:- 100 გ ლობიო
- 50 გ პატარა პომიდვრები
- ერთი თავი ხახვი
- 6 კბილი ნიორი
- მარილი
- წიწაკა
- ყაბაყი
- ერთი შეკვრა ცერეცო
- ბროკოლი
- 10 გ ბარდა

როგორ მოვამზადოთ:
- ლობიო და პომიდორი პიურეს კონსტისტენციამდე მიიყვანეთ. დაუმატეთ ბარდა.
- დაუმატეთ მთავარი ინგრედიენტები: იტალიური საკმაზი, ხახვი, ნიორი, მარილი, წიწაკა და რამდენიმე ჭიქა წყალი. აცადეთ წვნიანს წამოდუღება. დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ კერძი ქურაზე 10 წუთით.
- შემდგომ ჩაჭერით ყაბაყი და ბროკოლი წვნიანში და წამოადუღეთ მანამ, სანამ არ იქნება მზად ბოსტნეული. შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩანგლის მეშვეობით, თუ რამდენად დარბილდება ყაბაყი. ოპტიმალური მომზადების დრო 15-20 წუთია.

წყარო