რასთან ერთად მივირთვათ თაფლი

რასთან ერთად მივირთვათ თაფლი
ადამიანები, რომლებიც თავიანთ კვების რეჟიმს აკონტროლებენ, იციან, რომ ტკბილეულის საუკეთესო ალტერნატივა ნატურალური თაფლია. ამასთანავე, თაფლს, გემოვნური თვისებების გარდა, სამკურნალო საშუალებადაც მიიჩნევენ. ამიტომ მისი მირთმევა არა მარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც.
Image result for С чем есть мёд
არსებობს თაფლის მრავალი სახეობა. ამიტომ თქვენთვის სასურველი თაფლის პოვნა მარტივად შესაძლებელია. რას უხდება სინამდვილეში ეს პროდუქტი? ეს გემრიელი ტკბილეული კოვზით მირთმევისთვის ტკბილეულის ყველაზე დიდი მოყვარულებისთვისაც კი ნამეტანია. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, რასთან ერთად მივირთვათ ყველასათვის საყვარელი თაფლი.
Image result for С чем есть мёд

გამომცხვარი ფუნთუშები

  • გამომცხვარი ფუნთუშა და თაფლი, ფაქტობრივად, ერთმანეთისთვის არის შექმნილი და
    სულაც არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ცომი შეარჩიეთ დესერტისთვის. თაფლის დანამატი უხდება ყველა სახეობის ფუნთუშეულს. ბლინები კი თაფლით იდეალური ნოყიერი დესერტია.

выпечка

ყველი

  • კლასიკური სინთეზი ნებისმიერი სადღესასწაულო მაგიდისთვის - თაფლი და ყველის დაფა. სიტკბოს ანეიტრალებს მარილიანი გემო ყველის სხვადასხვა სახეობით. ამიტომ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთთან ჰარმონიაშია მუდამ. ყველის ტარტები კი, თუკი გაიხსენებთ, რესტორნებში ყველაზე ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მისი დამზადება სახლშიც მარტივად არის შესაძლებელი.

сырная нарезка

კიტრი

  • ნაკლებად მარილიანი კიტრი და თაფლი - იდეალური სინთეზი გასტრონომიული ექსტრემალებისთვის. გარწმუნებთ, შესაძლოა სულაც არ ჟღერდეს კარგად, თუმცა სინამდვილეში უგემრიელესია. იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორც ყველთან. ამბობენ, რომ ეს კომბინაცია ორსულმა ქალმა მოიფიქრა. მარტივი მისახვედრია, რატომაც, ვინაიდან მათ ყველაფრის ჭამა ერთდროულად უნდათ.

огурцы

ძახველა

  • ძახველა თაფლით - ნომერ პირველი საშუალებაა სურდოს წინააღმდეგ. მჟავე კენკრა და ტკბილი თაფლი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. მაქსიმალური შენახვის ვადა 7 დღეა. თუკი ექსპერიმენტები გიყვართ, დაუმატეთ სხვა მჟავე კენკროვნებს და ხილს.

калина

ნიგოზი

  • კლასიკური სინთეზი სწორედ თაფლი და ნიგოზია. დღიური ნორმა 100-150 გრამია. დაუმატეთ 50 გრამი ნიგოზი დღიურად და იდეალური დაბალანსირებული კვება უკვე მზად არის.

орехи

გაგვიზიარეთ, რასთან ერთად გიყვართ თაფლის მირთმევა?
Image result for С чем есть мёд
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ხათუნა
თაფლი,ბანანი,ხაჭო,ვანილი დიეტური,სასარგებლო დესერტი,რომელიც ტკბილის სურვილს აკმაყოფილებს,თანაც მაგასაც თრგუნავს
15:20 / 31-01-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93