არომატული ლიმონის მურაბის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- ლიმონი 1 კგ
- შაქარი 1,5 კგ
- წყალი 400 მლ
მომზადება:
- ლიმონი კარგად გარეცხეთ. 20 წთ-ით ჩაყარეთ მდუღარე წყალში.
- გადაავლეთ ცივი წყალი, დაჭერით და ამოაცალეთ კურკები.
- მოამზადეთ სიროფი: შეურიეთ წყალი და შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- ჩაყარეთ შიგ ლიმონის ნაჭრები, კიდევ ერთხელ მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
- გააცივეთ, ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ გააცივეთ.
- მურაბა გადაანაწილეთ ქილებში და შეფუთეთ.
გემრიელად მიირთვით!