კულინარია

ლიმონის მურაბა

ლიმონის მურაბა
არომატული ლიმონის მურაბის რეცეპტი.

ინგრედიენტები:


  • ლიმონი 1 კგ
  • შაქარი 1,5 კგ
  • წყალი 400 მლ

მომზადება:


  1. ლიმონი კარგად გარეცხეთ. 20 წთ-ით ჩაყარეთ მდუღარე წყალში.
  2. გადაავლეთ ცივი წყალი, დაჭერით და ამოაცალეთ კურკები.
  3. მოამზადეთ სიროფი: შეურიეთ წყალი და შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  4. ჩაყარეთ შიგ ლიმონის ნაჭრები, კიდევ ერთხელ მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. გააცივეთ, ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ გააცივეთ.
  6. მურაბა გადაანაწილეთ ქილებში და შეფუთეთ.
გემრიელად მიირთვით!
ბეჭდვა
e87a93