ძალიან სასარგებლო და გემრიელი საუზმე.
ინგრედიენტები:
- ხაჭო 500 გ
- კვერცხი 2 ც
- შაქარი 3 ს/კ
- ნაღების კარაქი 2 ს/კ
- მარილი 0,5 ჩ/კ
- ვანილინი
- ხორბლის ფქვილი 1,5 ს/კ.
მომზადება:
- ხაჭოს დაუმატეთ კარაქი, კვერცხი, დამდნარი კარაქი 1 ს/კ, მარილი. კარგად აურიეთ.
- ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- მიეცით ცომს მოგრძო ფორმა და შემდეგ დაანაწევრეთ. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ამოიღეთ თეფშზე და წაუსვით კარაქი.
გემრიელად მიირთვით!