კვერცხი - ეს არის პროდუქტი,რომელიც ჩვენს რაციონში კვირაში რამდენჯერმე ჩნდება. ძალიან ცოტა კერძია ისეთი, რომელიც ამ მრავალფეროვანი ინგრედიენტის გარეშე მზადდება. ალბათ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კვერცხის ყიდვისას არჩევანის გაკეთება გვიჭირს. ზოგს ჰგონია, რომ ქათქათა ნაჭუჭის მქონე კვერცხი უფრო გემრიელია,ზოგი კი ყავისფერ ნაჭუჭს ამჯობინებს, რადგან თვლის, რომ ის უფრო ჯანსაღია.
ნიშნავს თუ არა ყავისფერი ნაჭუჭი იმას, რომ კვერცხი უფრო ჯანსაღია?
როცა საქმე საჭმელს ეხება, მიიჩნევა, რომ რაც უფრო „მუქია“ , მით უფრო ბუნებრივი და ჯანსაღია. მაგალითად: პური, მაკარონი, შაქარი და ა.შ. კვერცხის შემთხვევაში ფერთან ერთად განმსაზღვრელი არის ფასიც,რადგან ხშირად ყავისფერი კვერცხი უფრო ძვირია, ვიდრე თეთრი. ეს თავისთავად აჩენს ასოციაციას ორგანულ პროდუქტთან, რომელიც, როგორც წესი, უფრო ძვირია. გაგრძელება