ავღანური "ნაპოლეონი" (რეცეპტი) - Marao

ავღანური "ნაპოლეონი" (რეცეპტი)

2020-02-12 13:39:45+04:00


ყველა ტკბილეულის მოყვარული ოცნებობს დიდი ზომის ტორტზე, ამ სურვილის ასრულება კი ავღანური "ნაპოლეონის" მეშვეობით უმარტივესია. გემრიელი კრემი და დაფხვნილი შაქრიანი ქერქი - საუკეთესო სინთეზია იდეალური დესერტისთვის. მთავარი ინგრედიენტი კი ნიგოზი და ხრაშუნა ბეზეა. ტორტი საკმაოდ მსუყე გამოდის. ასე რომ, შეგიძლიათ საღამოს მეგობრები დაპატიჟოთ ჩაიზე ან ყავაზე გემრიელ დესერტთან ერთად.

Image result for Афганский наполеон

ინგრედიენტები

  1. მარცვლეულის ფქვილი 4 ჭიქა
  2. კვერცხი 6 ცალი
  3. საფუარი 1 ჩაის კოვზი
  4. ბერძნული ნიგოზი 200 გრამი
  5. მოხარშული რძე 350 გრამი
  6. ნაღები 760 გრამი
  7. არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  8. შაქარი 1.5ჭიქა
Image result for Афганский наполеон

მომზადების წესი

  • 310 გრამი კარაქი გახეხეთ, მოურიეთ ფქვილთან და საფუართან ერთად და გაცერით.
  • გააცალკევეთ კვერცხის გული, ათქვიფეთ. მოურიეთ არაჟანთან ერთად, ცომი მოზილეთ და მაცივარში შედგით 30 წუთით.
  • ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ბერძნული ნიგოზი.
  • ცომი გაყავით 6 ნაწილად. გააბრტყელეთ 3 მილიმეტრ სისქეზე. წაუსვით ცილა 5 ფენაზე და შედგით ქურაში 180 გრადუსზე, 20 წუთით. მზა ფირფიტებს მოაჭერით უსწორმასწორო ნაპირები.
  • ფირფიტებს სათითაოდ წაუსვით კრემი და დააწყვეთ ერთმანეთზე. სურვილისამებრ გააფორმეთ ნიგვზით, გამდნარი შოკოლადით და მორჩენილი ფირფიტების ნაფხვენით.

Image result for Афганский наполеон

ეს ტორტი ბევრს კლასიკურ "ნაპოლეონს" მოაგონებს, თუმცა ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ უგემრიელესია; ხოლო ვისაც მოხარშული რძე არ უყვარს, მაშინ ვურჩევთ თავიდან დააგემოვნოს, ვინაიდან მისი გასინჯვის შემდგომ უდავოდ კმაყოფილი დარჩება.

გაგვიზიარეთ შედეგი.

Image result for Афганский наполеон

წყარო