https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
სამკუთხედები ყველით - გემრიელი საუზმის რეცეპტი (+ ფოტო) - Marao
სამკუთხედები ყველით - გემრიელი საუზმის რეცეპტი (+ ფოტო)
ინგრედიენტები:
- კვერცხი - 2 ცალი
- ყველი ფეტა - 50 გ
- ჩედერი - 50 გ
- რძე - 240 მლ
- ხორბლის ფქვილი - 500-530 გ
- ოხრახუში - რამდენიმე ძირი
- მზესუმზირის ზეთი - 220 მლ
- პაპრიკა - 1 ჩ/კ
- გამაფხვიერებელი - 0,5 ს/კ
- მარილი/პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
- ღრმა ჯამში შეურიეთ კვერცხი, ფეტა, გახეხილი ჩედერი, რძე, დაჭრილი ოხრახუში, გამაფხვიერებელი და სანელებლები. კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. არ უნდა ეკრობოდეს ხელებზე.
- ცომი 2 ნაწილად გაყავით. თითოეულს მიეცით მრგვალი ფორმა, 2 სმ სისქის.
- დაჭერით 8 თანაბარ ნაჭრად.
- გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით სამკუთხედები ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!