იტალიელი დიეტოლოგები საკმაოდ სახალისო კვების რეჟიმს გვიზიარებენ. ხახვის კერძი კარგია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, ამ ბოსტნეულის შეძენა კი მთელი წლის განმავლობაში მარტივად არის შესაძლებელი. თავისი დეტოქსიკაციური და ანტიცელულიტური ნივთიერებების შემცველობის წყალობით, ის განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისა და იდეალური ფორმების მისაღწევად.
თუკი სიტყვა „დიეტა“ და „დეტოქსი“ თქვენში არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს, ყურადღება მიაქციეთ ხახვის რაციონს. ხახვი მდიდარია მინერალებით, С ვიტამინით, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემა მოჰყავს მწყობრში და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. აგრეთვე, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
ხახვის წვნიანი ხორბლის პურთან ერთად
- იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს წვნიანი, დასაწყისისთვის გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი. შემდეგ ტაფაზე შებრაწეთ ცოტაოდენ კარაქთან, მწიკვ წიწაკასა და როზმარინის ფოთლებთან ერთად. 10 წუთის შემდეგ ხახვის მიღებული მასა ბოსტნეულის უკვე მოხარშულ წვნიანში გადაიტანეთ. არავითარი მარილი - წვნიანის არომატი თავის საქმეს იდეალურად შეასრულებს. ხახვი გახდა მსუბუქი, წვნიანი კი კრემისებრ კონსისტენციამდე მივიდა - ესე იგი, წვნიანიც მზად არის. შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ ერთ ნაჭერ ხორბლის პურთან ერთად.
ხრაშუნა ხახვი რიკოტასთან ერთად
- ეძღვნება მათ, ვინც შაბათ-კვირასაც დიეტაზეა! გაასუფთავეთ ხახვი და მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში. შემდეგ გადაასხით წყალი და აცადეთ ბოსტნეულს გაგრილება. მოაჭერით თავი მოხარშულ ხახვს და მრგვლად ამოჭერით, ისე, რომ შემდგომ შიგნით მოათავსოთ რიკოტა და ოხრახუში კარაქით, მარილითა და წიწაკით გაწყობილი. მოათავსეთ საცხობ ტაფაზე ხახვის „ნავი“ და შედგით ქურაში 18 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში გამოსაცხობად. მსუბუქი და გემრიელი კერძიც მზად არის.
დამატებითი რჩევა
- იმისათვის, რომ ხარშვისას ხახვის სუნი გაქრეს, დაუმატე წყალს ნახევარი ჭიქა რძე. თამამებს კი არა მარტო ხახვის, არამედ მისი მომზადების შემდეგ მოხარშული წყლის დალევაც შეუძლიათ, რაც შარდმდენი და დეტოქს-ეფექტის უდავო გარანტიაა.
წყარო