რულეტი ტირამისუ - Marao

რულეტი ტირამისუ

2020-04-24 10:08:54+04:00


ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი.
  • შაქარი 170 გ.
  • ხორბლის ფქვილი 95 გ.
  • სიმინდის სახამებელი 1 ს/კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
  • კეფირი 30 მლ.
  • მზესუმზირის ზეთი 15 მლ.
  • ხსნადი ყავა 2 ჩ/კ.
  • წყალი 150 მლ.
  • ლიქიორი "ამარეტო" 1 ს/კ.
  • არაჟანი 200 გ.
  • ყველი მასკარპონე 400 გ.
  • შაქრის პუდრი 80 გ.
  • შავი შოკოლადი გემოვნებით.

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ კეფირი, მცენარეული ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა.
  2. შეურიეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ეს ყველაფერი კვერცხის მასას და ათქვიფეთ.
  3. საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტი. გადაიტანეთ ცომი. გააცხელეთ ღუმელი 180°С-ზე და აცხვეთ 15 წთ.
  4. მაგიდაზე დააფინეთ პერგამენტი, დააყარეთ შაქარი. შემდეგ ფენად დადეთ გამომცხვარი მასა, შემდეგ - პერგამენტი, ზემოდან დაადეთ სინი, ზემოდან წყლიანი გრაფინი. კონსტრუქცია 30 წთ გააჩერეთ, რომ ბისკვიტი დარბილდეს.
  5. ხსნად ყავას დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ამარეტო და აურიეთ.
  6. მასკარპონე შეურიეთ შაქრის პუდრას და დაუმატეთ ათქვეფილი არაჟანი. ზედა ფენა დაასველეთ ყავის ხსნარით, შემდეგ წაუსვით მომზადებული კრემი, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და კაკაო.
  7. დაახვიეთ რულეტი, წაუსვით ზემოდან დარჩენილი კრემი, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მორთეთ.
  8. შედეთ რულეტი მაცივარში 30 წთ.