სპაგეტი "კარბონარა"

სპაგეტი "კარბონარა"
ეს კერძი ნაღებით მზადდება, მაგრამ ჩვენ "მსუბუქი" ვარიანტი შემოგთავაზეთ.


ინგრედიენტები:

  • პასტა (სპაგეტი) 350 გ.
  • ბეკონი (დაჭრილი) 200 გ.
  • კვერცხი 4 ცალი
  • ყველი პარმეზანი 75 გ.
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:


დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და ჩაყარეთ პასტა. მოხარშეთ ინსტრუქციის მიხედვით.
დაჭერით ბეკონი ნაჭრებად და ზეითუნის ზეთში შეწვით ოქროსფერის მიღებამდე.
ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ გახეხილი პარმეზანი. მოაყარეთ პილპილი. პასტა გადაიტანეთ თუშფალანგზე. ცოტა სითხე შეინახეთ სოუსისთვის.
დააბრუნეთ ცეცხლზე ბეკონიანი ტაფა, დაუმატეთ 100 მლ მაკარონის ნახარში წყალი, კვერცხიან-ყველიანი მასა. აურიეთ და ხარშეთ 1 წთ.
მოაყარეთ სანელებლები.
თეფშზე მოათავსეთ პასტა, მოასხით სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში. 

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93