ბრინჯის სამარხვო სალათის რეცეპტი - Marao

ბრინჯის სამარხვო სალათის რეცეპტი

2020-03-09 11:50:04+04:00


ინგრედიენტები:

  • 200 გ დაკონსერვებული წითელი წიწაკა
  • 125 გ გრძელი ბრინჯი
  • 125 გ ველური ბრინჯი
  • 2 ღერი ბაზილიკი
  • 2 ღერი პიტნა
  • 2 ღერი ოხრახუში
  • 1/2 წიწაკა ჩილი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ბრინჯი და გააცივეთ.
  2. გარეცხეთ მწვანილი და დაჭერით წვრილად.
  3. ჩილი და დაკონსერვებული წიწაკაც დაჭერით.
  4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ლიმონის ცედრა.
  5. სოუსის მოსამზადებლად შეურიეთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. მოასხით სოუსი სალათს და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!