https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
ბრინჯის სამარხვო სალათის რეცეპტი - Marao
ბრინჯის სამარხვო სალათის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 200 გ დაკონსერვებული წითელი წიწაკა
- 125 გ გრძელი ბრინჯი
- 125 გ ველური ბრინჯი
- 2 ღერი ბაზილიკი
- 2 ღერი პიტნა
- 2 ღერი ოხრახუში
- 1/2 წიწაკა ჩილი
- 1 ს/კ ლიმონის ცედრა
- 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ ბრინჯი და გააცივეთ.
- გარეცხეთ მწვანილი და დაჭერით წვრილად.
- ჩილი და დაკონსერვებული წიწაკაც დაჭერით.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ლიმონის ცედრა.
- სოუსის მოსამზადებლად შეურიეთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. მოასხით სოუსი სალათს და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!