ტორტი "ლა ბაიადრე" - Marao

ტორტი "ლა ბაიადრე"

2020-03-19 14:04:28+04:00


ეს უგემრიელესი ტორტი, რომელსაც სახელი ბალეტის პატივსაცემად ჰქვია, თქვენს გულს პირველივე ლუკმიდან დაიპყრობს.

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი 385 გ.
  • კვერცხის გული 5 ც.
  • ნაღების კარაქი 200 გ.
  • შაქარი 0,5 ჭ.
  • არაჟანი 3–5 ს/კ.
  • შავი ქლიავი 100 გ.
  • კურაგა 100 გ.
  • ფინიკი 100 გ.
  • ქიშმიში 100 გ.
  • ნიგოზი 100 გ.
  • არაქისი 100 გ.
  • ნუში 100 გ.
  • ფორთოხალი 0,5 ც.
  • კაკაო 3 ს/კ.
  • ნაღები 175 მლ.
  • ატმის ჯემი 3 ს/კ.
  • შავი შოკოლადი 100 გ.

მომზადება:

მოამზადეთ ფხვიერი ცომი. მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, შეურიეთ შაქარი, გახეხეთ ცივი კარაქის კუბები. დაუმატეთ კვერცხის გული, მოზილეთ ცომი. დაუმატეთ სქელი არაჟანი. კარგად მოზილეთ ყველაფერი ხელებით.

მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. გააკეთეთ ბურთები და შეახვიეთ საკვებ ცელოფანში. შედეთ მაცივარში 2 სთ-ით. შემდეგ გაშალეთ ცომი 2 ფენად საცხობ სინზე.

ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას. შედეთ სინი გახურებულ ღუმელში 200 გრ. და აცხვეთ 15-20 წთ. შემდეგ დააცადეთ გაგრილება.

შავი ქლიავი, ფინიკი და კურაგა დაჭერით წვრილად. თხილეული მოხალეთ მშრალ ტაფაზე. დაჭერით. შეურიეთ ამ ყველაფერს ქიშმიში და ფორთოხლის ცედრა.

ერთ-ერთი გამომცხვარი ცომის ფენა დაფხვენით, შეურიეთ თხილეულს და ჩირეულს. დაუმატეთ 155 მლ 30%-იანი ნაღები, კაკაო და მურაბა. კარგად აურიეთ და დაადეთ მეორე ფირფიტას ზემოდან.

შოკოლადი და დარჩენილი ნაღები დაადნეთ ორთქლზე. მოასხით დესერტს. შედეთ მაცივარში 3-4 სთ. როდესაც კარგად გამაგრდება, დაჭერით პატარა კუბებად.

მოგეწონათ რეცეპტი? - გაუზიარეთ მეგობრებს!