5 სანელებელი, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია

5 სანელებელი, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია

ვირუსებისა და ბაქტერიების გეშინიათ? სიფრთხილე ჩვენს დროში არ გვაწყენს. თუ გსურთ, თავდაცვისთვის დამატებითი ზომები მიიღოთ, კერძებში სანელებლები დაუმატეთ, მათ ანტიბაქტერიული თვისებები აქვთ.

ბეგქონდარა

ბეგქონდარას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ახლა გვაინტერესებს მისი ანტიბაქტერიული თვისებები. იგი მდიდარია ტინოლით, რომელიც სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებით გამოირჩევა. გარდა ამისა, მასში შემავალი ვიტამინების კომპლექსი და მჟავები იმუნიტეტის შენარჩუნებაში გვეხმარება. ბეგქონდარას, ძირითადად, ჩაიში უმატებენ, თუმცა უხდება თევზეულს, კარტოფილისა და სოკოს კერძებს.

მიხაკი

უამრავ ვიტამინს შეიცავს: А, В1, В2, В3, В4,
В6, В9, С, Е, К. აგრეთვე - ომეგა 3-სა და 6-ს, რკინას, მაგნიუმსა და სხვებს. ხალხურ მედიცინაში მას სამკურნალოს ეძახიან. აქვს ბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი. შეგიძლიათ დაუმატოთ ჩაიში, ყავაში, ბულიონებში, როცა ხორციან კერძებს ამზადებთ.

ზაფრანა

საუბარია მსოფლიოში უძვირეს სანელებელზე, რომელიც საქართველოში იმერული ზაფრანით ჩაანაცვლეს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გამოდევნის ტოქსინებს. მის ნაყენს სვამენ, როცა თირკმელებიდან კენჭების გამოდევნა სურთ. ეცადეთ, არ შეურიოთ სხვა სანელებლებს, სასარგებლო თვისებებს ვერ გამოავლენს.

ჯანჯაფილი

იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტია. გრიპის ეპიდემიის დროს დაუმატეთ ჩაისა და სხვა სასმელებში. ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალს, ვიდრე მშრალსა დ დაფქულს.

დარიჩინი

იმუნიტეტის შენარჩუნებაში გეხმარებათ. მიიღეთ გაციების დროს. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, დარიჩინის ნაცვლად, არასინდისიერი გამყიდველები ხშირად კასიას ასაღებენ, მცენარეს, რომელიც არათუ სასარგებლოა და უფრო ტოქსიკურია. ნამდვილი დარიჩინი ძვირიც ღირს. ის ცეილონის უნდა იყოს და არა ჩინური. დარიჩინი შეგიძლიათ დაუმატოთ ტკბილეულში (განსაკუთრებით უხდება ვაშლის ღვეზელს), ყავაში, აგრეთვე, კომპოტებსა და გლინტვეინში.

წყარო: COSMOPOLITAN
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93