იორკშირის ტრადიციული ინგლისური პუდინგის რეცეპტი - Marao

იორკშირის ტრადიციული ინგლისური პუდინგის რეცეპტი

2020-07-08 10:21:09+04:00


ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 1 ჭიქა
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • მარილი ½ ჩ/კ
  • მცენარეული ზეთი 1/8 ჭიქა

მომზადების წესი:

  1. იორშკირული პუდინგის მოსამზადებლად, პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ცომი, რომლისგანაც გამოაცხობთ ფუნთუშებს. ამისათვის ათქვიფეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ რძე და მარილი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  3. დაუმატეთ ფქვილი. აუცილებლად გამოიყენეთ საცერი და ნელ-ნელა ჩაყარეტ ფქვილი. თან ურიეთ ცომს. ცომი თხელი უნდა იყოს და ჟანგბადით გააჯერეთ.
  4. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუს ცელსიუსზე. წაუსვით კექსების  საცხობ ფორმას ზეთი. შედეთ ფორმა და გააცხელეთ.
  5. ცომი ჩამჩით ჩაასხით ცხელ ფორმაში, მოცულობით 3/4-ზე.
  6. აცხვეთ 15-20 წთ. ცხობის დროს პუდინგი მოცულობაში გაიზრდება და გაფუვდება.

გემრიელად მიირთვით!