ორცხობილა "მადლენი" სამმაგი შოკოლადით - Marao

ორცხობილა "მადლენი" სამმაგი შოკოლადით

2020-04-06 17:45:22+04:00


ინგრედიენტები:

  • ნაღების კარაქი (გაადნეთ) 100 გ.
  • ფქვილი + დამატებით მოსაფრქვევად 65 გ.
  • კაკაო 35 გ.
  • გამაფხვიერებელი ან სოდა (ნახ. ჩ/კ).
  • შაქარი 100 გ

მომზადების წესი:

  1. ფორმას წაუსვით დამდნარი კარაქი სქელ ფენად და გააცივეთ მაცივარში.
  2. გაცერით ჯამში ფქვილი, ათქვიფეთ შაქარი კვერცხებთან 5 წუთის განმავლობაში, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. აურიეთ კოვზით ქვემოდან ზემოთ. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები, კარაქი და გააჩერეთ 30 წთ გრილ ადგილას, რომ გასქელდეს.
  3. გააცხელეთ გაზქურა 200°-ზე. მოაფრქვიეთ ფორმას ფქვილი.
  4. ფორმის ყოველ ჩაღრმავებაში ჩადეთ 1 სავსე ს/კ ცომი. აცხვეთ 7-8 წთ, სანამ ცოტა არ ამოფუვდება. გამოიღეთ. რომ გაგრილდება, თეფშზე გადმოიტანეთ.
  5. გაცივებულს მოასხით გამდნარი შოკოლადი ჩაის კოვზით.

გემრიელად მიირთვით!