ფორმას წაუსვით დამდნარი კარაქი სქელ ფენად და გააცივეთ მაცივარში.
გაცერით ჯამში ფქვილი, ათქვიფეთ შაქარი კვერცხებთან 5 წუთის განმავლობაში, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. აურიეთ კოვზით ქვემოდან ზემოთ. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები, კარაქი და გააჩერეთ 30 წთ გრილ ადგილას, რომ გასქელდეს.
გააცხელეთ გაზქურა 200°-ზე. მოაფრქვიეთ ფორმას ფქვილი.
ფორმის ყოველ ჩაღრმავებაში ჩადეთ 1 სავსე ს/კ ცომი. აცხვეთ 7-8 წთ, სანამ ცოტა არ ამოფუვდება. გამოიღეთ. რომ გაგრილდება, თეფშზე გადმოიტანეთ.