ხაჭოს პასკა ნაღებით და ჟელატინით, ცხობის გარეშე - Marao

ხაჭოს პასკა ნაღებით და ჟელატინით, ცხობის გარეშე

2020-04-14 14:50:51+04:00


ინგრედიენტები:

ხაჭო 1 კგ

ნაღების კარაქი 70 გ

შაქარი 90 გ

ნაღები 5% 150 გ

ცუკატები 5 გ

ვანილინი 1 გ

ქიშმიში 20 გ

ჟელატინი 7 გ

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ ფუმფულა თეთრ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ნაღები და 7 წთ თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.
  2. მასა შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და გააჩერეთ 25 წთ. თხელ მანანის ფაფას უნდა დაემსგავსოს მასა.
  3. გადმოდგით და გააცივეთ.
  4. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ გაწურული ხაჭო და გააგრძელეთ თქვეფა 10 წთ.
  5. დაუმატეთ დარბილებული ჟელატინი, ქიშმიში და ცუკატები.
  6. ყველაფერი ერთად აურიეთ.
  7. მასა გადაიტანეთ ფორმაში და შედეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!