https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
ხაჭოს პასკა ნაღებით და ჟელატინით, ცხობის გარეშე - Marao
ხაჭოს პასკა ნაღებით და ჟელატინით, ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
ხაჭო 1 კგ
ნაღების კარაქი 70 გ
შაქარი 90 გ
ნაღები 5% 150 გ
ცუკატები 5 გ
ვანილინი 1 გ
ქიშმიში 20 გ
ჟელატინი 7 გ
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ ფუმფულა თეთრ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ნაღები და 7 წთ თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.
- მასა შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და გააჩერეთ 25 წთ. თხელ მანანის ფაფას უნდა დაემსგავსოს მასა.
- გადმოდგით და გააცივეთ.
- დარბილებული კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ გაწურული ხაჭო და გააგრძელეთ თქვეფა 10 წთ.
- დაუმატეთ დარბილებული ჟელატინი, ქიშმიში და ცუკატები.
- ყველაფერი ერთად აურიეთ.
- მასა გადაიტანეთ ფორმაში და შედეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!