იდეალური სააღდგომო პასკის 10 საიდუმლო - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!

იდეალური სააღდგომო პასკის 10 საიდუმლო - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!
სააღდგომო კულიჩი... ოჰ, რა ძნელია მისი სახლში გამოცხობა - გაიფიქრებს გამოუცდელი დიასახლისი; არცთუ ისე ძნელია - იტყვის გამოცდილი. ერთი კი ცხადია, კულიჩის ცომი საკმაოდ დელიკატურია და სულ მცირე უზუსტობასაც შეუძლია მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგიყაროთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლოს, რომელთა დაცვაც ამგვარ იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ.


  1. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებელია საუკეთესო ხარისხის ფქვილი და ახალი საფუარი. სანამ ცომის მზადებას შეუდგებით, აუცილებლად გაცერით ფქვილი - ასე მას ჰაერი შეერევა და ცომიც ფაფუკი იქნება.
  2. კულიჩის ცომს არ უყვარს
    ზედმეტი ფქვილი, თორემ ძალიან მაგარი გამოგივათ. თუმცა არც ფქვილის დაკლება შეიძლება, უფორმო მასა რომ არ მიიღოთ. ამიტომ ეცადეთ, შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი და მიიღოთ ჰაეროვანი ცომი, რომელიც ხელზე არ ეკრობა.
  3. ჩვეულებრივი ფუნთუშებისგან განსხვავებით, კულიჩის ცომს ძალიან დიდხანს ზელა სჭირდება. საერთო ჯამში, მის მოზელაზე 30 წუთი მაინც უნდა წავიდეს.
  4. ცომი კულიჩისთვის მინიმუმ 3-ჯერ უნდა ამოვიდეს: პირველად საფუარიანი მასა ამოდის, შემდეგ მოზელილი ცომი, ბოლოს კი - ფორმებში მოთავსებული კულიჩები.
  5. მოარიდეთ ცომი ორპირს და ზედმეტ ტენიანობას. იდეალურია, თუ ცომი ამოვა მშრალ, თბილ ადგილას, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსია. განაგრძეთ კითხვა...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93