ბანანის ბლინები შესანიშნავი ალტერნატივაა ტრადიციული რუსული ბლინების მოყვარულთათვის. ჩვენ გთავაზობთ აზიური და აღმოსავლური სამზარეულოსთვის კარგად ნაცნობი ბლინების კლასიკურ ვერსიას.
ინგრედიენტები
- ფქვილი 2 ჭიქა
- წყალი 1/2 ჭიქა
- კვერცხი 1 ც
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- კარაქი 1 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მწიფე ბანანი 1 ც
- შედედებული რძე 1 გრ
პორცია - 5, მომზადების დრო - 2 საათი და 45 წთ.
ტაილანდური ბანანის ბლინები
ბანანის ბლინები ტაილანდთანაა დაკავშირებული, მაგრამ მთლად ბოლომდე ტაილანდსაც ვერ მივაწერთ, რადგან ის, რაშიც შიგთავსს ახვევენ, ინდური თხელი პურია.
მისი მომზადება მთელი ხელოვნებაა. აზიელი სპეციალისტები ცომს მაქსიმალურად წელავენ და ათხელებენ. ასევე, სიროფს და შედედებულ რძეს იყენებენ, რომ ბლინები უფრო გემრიელი გამოვიდეს.
ასევე არსებობს ბანანის ბლინების მეორე ვარიანტი, რომელიც ფქვილის გარეშეა. ეს ბლინები - ევროპული სამზარეულოს კერძია, რომელსაც ჩვეულებისამებრ, საუზმეზე ამზადებენ და დასავლეთის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორ მოვამზადოთ ბანანის ბლინები
მეთოდი სამზარეულოში მოფუსფუსეებისთვის - ჩაყარეთ ფქვილი საცერში, გაცერით, შემდეგ კი დაამატეთ მარილი. ფქვილის გროვაში გააკეთეთ ღრმული და მასში კვერცხი ჩაახალეთ.
- მოამზადეთ ცომი, თანდათან დაუმატეთ წყალი. თანმიმდევრობით მიჰყევით და დაელოდეთ, რომ ცომი რბილი და ელასტიკური გახდეს.
- მოათავსეთ მზა ცომი ჭურჭელში, გადააფარეთ ტილო და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათის მანძილზე.
- ამოიღეთ მიღებული ცომის მასა ჭურჭლიდან, გააკეთეთ ბერძნული კაკლის ფორმის ბურთულები. თითოეული ბურთულა მოათავსეთ ცალკე, ამოავლეთ მზესუმზირის ზეთში. შემდეგ გადააფარეთ გამჭვირვალე სპეციალური შესაფუთი ცელოფანი 30 წუთით.
- 30 წუთის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ განაგრძოთ ბლინების მომზადება. გაჭიმეთ გადასაკრავი (შესაფუთი ცელოფანი) და ოდნავ გააბრტყელეთ. თითოეული ბურთულა უნდა იყოს გაშლილი და ფორმაცვლილი.
- ჩააწყვეთ ბლინები კარაქში, რომელიც უკვე გამდნარი უნდა იყოს, ან მცენარეულ ზეთში, 1-2 წუთის განმავლობაში.
- ბლინების შუაგულში მოვათავსოთ პატარა ნაწილებად დაჭრილი ბანანები და მივცეთ „კონვერტის“ ფორმა.
- როდესაც ბლინები მზად იქნება, სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ ზევიდან მოასხათ შედედებული რძე ან მდნარი შოკოლადი.
წყარო: goodhouse.ru