ვანილის უგემრიელესი დესერტი - Marao

ვანილის უგემრიელესი დესერტი

2020-04-28 10:16:15+04:00


ჰაეროვანი და ნაზი დესერტების მოყვარულთათვის ვანილის დესერტი სწორედ რომ შესაფერისია. ტკბილი-ხაჭოსებრი გემო ვანილის სურნელთან ერთად მადისაღმძვრელია უდავოდ, ხოლო კენკრის სოუსი დესერტს მეტ სილამაზეს მიანიჭებს. კენკრის სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნებისმიერი კენკროვანი ხილი: მაყვალი, მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, ასევე სასურველი კენკროვანის მიქსიც. მომჟავო კენკროვანები ვანილთან სინთეზში იდეალურია.

приготовление первого слоя

ინგრედიენტები:

  1. ხაჭო 750 გ
  2. კვერცხი 2 ცალი
  3. შვრია 3 სუფრის კოვზი
  4. შაქარი 150 გრამი
  5. ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  6. ლიმონი 1 ცალი
  7. არაჟანი 300 გრამი
  8. კენკრა 250 გრამი
  9. ლიმონის წვენი 10 მლ
запеканка в форме

მომზადების წესი

  • ათქვიფეთ 60 გრამი შაქარი კვერცხთან ერთად კრემისებრი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის ცედრა, შვრია, ხაჭო და ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • პირველი ფენა საცხობ ფორმაში მოათავსეთ და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე.

два слоя запеканки

  • მეორე ფენის მოსამზადებლად ათქვიფეთ 50 გრამი შაქარი არაჟანთან ერთად. პირველ გამომცხვარ ფენას წაუსვით არაჟნის და შაქრის მასა და შედგით ღუმელში კიდევ 10 წუთით.
  • ახლა კი მოვამზადოთ კენკროვანის სოუსი. გარეცხეთ კენკრა, დააბლენდერეთ ფაფის კონსისტენციამდე. დაუმატეთ ლიმონის წვენი. დარჩენილი შაქარი მოხარშეთ გალღობამდე.
  • შესაკმაზად შეარჩიეთ უცხიმო ხაჭო და 20%-იანი ცხიმის შემცველობის არაჟანი. დესერტი გააფორმეთ კენკრით, რომელიც სოუსის მოსამზადებლად გამოიყენეთ. პიტნის ფოთლები და შაქრის პუდრიც დაასრულებს ვიზუალურ მხარეს. მისი მირთმევა შეიძლება როგორც თბილი, ასევე ცივი სახით.
Двухслойная ванильная запеканка с ягодным соусом. Ингредиенты ...

წყარო:sovkusom