გთავაზობთ ხუთ რეცეპტს:
კლასიკური
ინგრედიენტები:
- 150 გ იოგურტი
- 2 ს/კ თაფლი
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
მომზადება:
ყველაფერი ათქვიფეთ და გაყინეთ საყინულეში.
მარწყვის ნაყინი
აიღეთ თანაბარი რაოდენობით მარწყვი და იოგურტი, 50/50-ზე. გაყინული მარწყვი იოგურტთან ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი და ლიმონის წვენი. შემდეგ შედგით მასა საყინულეში და დატოვეთ მთელი ღამე.
ნაყინი ტროპიკული არომატის იოგურტით
აიღეთ ტროპიკული ხილის გემოიანი იოგურტი, შეურიეთ 1 ს/კ თაფლი და გაყინული ანანასი. კარგად ათქვიფეთ და გაყინეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ქოქოსის ფანტელიც.
შოკოლადის და ბანანის იოგურტის ნაყინი
აიღეთ 100 გ გაყინული ბანანი (დაჭრილი), დაუმატეთ 70 გ იოგურტი, 1 ს/კ კაკაო, 1 ს/კ თაფლი და ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და გაყინეთ.
მანგო და ლაიმი
მწიფე მანგოს რბილობი გაყინეთ - 100 გ. დაუმატეთ 70 გ იოგურტი, 1-2 ს/კ თაფლი და 1, 5 ს/კ ლაიმის წვენი (ან ლიმონი). ათქვიფეთ და გაყინეთ.
ნაღების ნაყინი
აიღეთ 150 გ იოგურტი, შეურიეთ 50-70 გ ნაღების ყველი, 1 ს/კ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ და გაყინეთ.