ამ პროდუქტს უნიტაზში ღვრიან და სულ ტყუილად! მისი გამოყენება რამდენიმენაირად შეიძლება.
ძმრის ნაცვლად
ოდესმე გიცდიათ, მჟავე კიტრის წყლის ძმრის მაგივრად გამოყენება? - სცადეთ! ის ძალიან პიკანტურ არომატს შესძენს კერძს. განსაკუთრებით მოუხდება ბოსტნეულის სალათებს.
დაამარინადეთ ბოსტნეული
კიტრის მწნილის წვენში ჩადეთ დაჭრილი სტაფილო ან ბულგარული წიწაკა და შედეთ მაცივარში რამდენიმე დღით. ბოსტნეული სასიამოვნო არომატს მიიღებს და მომლაშო გემოს. აუცილებლად მოგეწონებათ!
და ხორციც...
მლაშე არომატული წვენი ძალიან კარგია ხორცის დასამარინადებლადაც. შეურიეთ დაჭრილი ნიორი, პილპილი და მდოგვი. ჩადეთ ხორცი და გააჩერეთ ერთი ღამე მაცივარში. შემდეგ შეწვით გრილზე ან ტაფაზე.
დალიეთ!
ბევრ ადამიანს მოსწონს კიტრის მარინადის წვენის დალევა, განსაკუთრებით, ნაბახუსევზე. მას სამკურნალო თვისებები აქვს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს. ის დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს შეიცავს.
თუ ხუმუსს აკეთებთ, ლიმონის წვენი შეგიძლიათ კიტრის წვენით ჩაანაცვლოთ.
ყვავილებისთვის
ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად, ჰორტენზიას და როდოდენდრონს, უხდება მლაშე ნიადაგი. დაასხით მჟავე კიტრის წვენი.