გთავაზობთ უკრაინული სამზარეულოს ტრადიციული დესერტის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- არაჟანი 315 გ
- ხორბლის ფქვილი 45 გ
- შაქარი 100 გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
- ლიმონის ცედრა გემოვნებით
- ვანილინი გემოვნებით
მომზადება:
- ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი მიქსერით, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, ვანილინი, ცედრა.
- მიღებული მასა ჩაასხით მაფინების ფორმაში.
- აცხვეთ 20-30 წთ 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!