ამ თევზის კერძს რესტორანში არ უკვეთავენ და იშვიათად შენიშნავთ სადღესასწაულო სუფრებზე. მისი მარტივი და ნეიტრალური გემო დიასახლისებისთვის მისაღები და მარტივი მოსამზადებელია.
მრავალფეროვნებისთვის ჩაინიშნეთ, როგორ მოვამზადოთ თევზის ეს სახეობა ბოსტნეულთან და კარის სოუსთან ერთად. ეს კერძი, პიკანტურობიდან გამომდინარე, არ საჭიროებს გარნირს.
ინგრედიენტები
- თეთრი თევზის ფილე 800 გრამი
- ხახვი 4 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- არაჟანი 100 გრამი
- მაიონეზი 100 გრამი
- კარი 2.5 სუფრის კოვზი
- წყალი 0.25 ჭიქა
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
- ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით მრგვალ ფორმებად, საშუალო სისქეზე. საცხობ ფორმას ან ტაფას წაუსვით ზეთი, დააწყვეთ ბოსტნეული და მოაყარეთ მარილი.
- ფილეს ნაჭრებს მოაყარეთ კარი, დააწყვეთ ბოსტნეულზე, თევზის ზემოდან კი დარჩენილი ბოსტნეული დააწყვეთ.
- ახლა მოამზადეთ სოუსი. ფიალაში არაჟანი და მაიონეზი შეურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და ერთი სუფრის კოვზი კარი. სოუსი უნდა გამოვიდეს ბლანტი.
- მოასხით თანაბრად ბოსტნეულზე.
- იმისათვის, რომ ბოსტნეული არ მიიკრას ტაფამ, დაუმატეთ მცირე რაოდენობით წყალი. ხეკი მოამზადეთ წინასწარ, 180 გრადუსზე ღუმელში 30-45 წუთის განმავლობაში. უნდა დაჰკრავდეს ოქროსფერი.
გემრიელად მიირთვით!წყარო: sovkusom