ეს უგემრიელესი და არომატული ტორტის რეცეპტი ჩვენმა მკითხველმა გაგვიზიარა.
ინგრედიენტები:
(ბისკვიტი)
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 4 სუფრის კოვზი
- ფქვილი 4 სუფრის კოვზი
- კაკაო 1 ს/კ
- ვანილინი
(კრემი) - წყალი ან რძე 1 ჭიქა
- სახამებელი 4 ს/კ. სასურველია სიმინდის
- შაქარი 4 ს/კ
- ვანილინი
- კარაქი 100 გ.
(ალუბლის სიროფი)
- ალუბალი 150გრ
- შაქარი 120 გრ
- სახამებელი ნახევარი ჩ/კ
მომზადება:
ბისკვიტი:
ათქვიფეთ კვერცხის ცილები, შეათქვიფეთ შაქარი, კვერცხის გულები, ფქვილი დააყარეთ საცერით. დაუმატეთ კაკაო და ვანილინი. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 30-40 წთ. როდესაც მზად იქნება, გააცივეთ და გაჭერით შუაზე.
ბისკვიტი დანამეთ ალუბლის წვენით და კონიაკით.
კრემი:
4 ს/კ სახამებელი და შაქარი გახსენით რძეში და წამოადუღეთ. როდესაც შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. რომ გაცივდება, შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. დაუმატეთ მწიკვი ვანილინი.
ალუბლის სიროფი:
ალუბლები და შაქარი წამოადუღეთ, ცოტა სახამებელთან ერთად, რომ გასქელდეს. შემდეგ ალუბლები ამოიღეთ.
ააწყვეთ ტორტი. შუა ფენას წაუსვით კრემი და დაალაგეთ სიროფიდან ამოღებული ალუბლები. ზემოდანაც დაადეთ კრემი და მორთეთ სურვილისამებრ.
გაუზიარე რეცეპტი მეგობრებს!