ჩაინიშნეთ ფრანგული საკონდიტრო ხელოვნების სამი ოსტატის ფილიპ კონტიჩინის, სირილ ლინიაკის და ჟან-ფრანსუა პიეჟის შოკოლადის ტორტების მარტივად მომზადების წესი კარაქის, შაქრისა და შოკოლადის გამოყენებით.
ფილიპ კონტიჩინის შოკოლადის ტორტი
ინგრედიენტები: - 100 გრამი შავი შოკოლადი
- 50 გრამი რძიანი შოკოლადი
- 115 გრამი ნაღები
- 120 გრამი კვერცხი (2-3 ცალი, ზომას გააჩნია)
- 55 გრამი შაქრის პუდრი
- 45 გრამი ფქვილი
- 15 გრამი წაბლის ფქვილი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი: - გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად, შემდეგ ადღვიბეთ კვერცხი შაქართან ერთად ჯამში და დაუმატეთ ფქვილი, დაასხით გამდნარი შოკოლადი და მწიკვი მარილი.
- მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვარი მასის მიღებამდე, დაასხით ცომი კექსის ფორმის საცხობში რომელზეც ფქვილი უნდა მოაყაროთ თავდაპირველად, გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე,
- ტორტის მირთმევა შეგიძლიათ ცხელ ან ცივ კონდიციაში.
სირილ ლინიაკის შოკოლადის ტორტი
ინგრედიენტები: - 250 გ ნაღები + ცოტაც კექსის საცხობი ფორმის დასაფარად
- 160 გ ფქვილი + მწიკვი კექსის საცხობ ფორმაში მოსაყრელად
- 250 გ შოკოლადი
- 250 გ კვერცხი
- 150 გ შაქრის პუდრი
მომზადების წესი: - გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დაფარეთ საცხობი ფორმა ნაღების კარაქით და მოაყარეთ ფქვილი,
- გაადნეთ შოკოლადი და დაუმატეთ ნაღების კარაქი, ათქვიფეთ, კვერცხი და შაქარი ერთად ადღვიბეთ,
- ორი მიღებული მასა ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე,
- მოათავსეთ ცომი მომზადებულ ფორმაში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.
ჟან-ფრანსუა პიეჟის შოკოლადის ტორტი გლუტენის გარეშე
ინგრედიენტები: - 250 გ შავი შოკოლადი (50%)
- 250 გ გამდნარი ნაღების კარაქი + ოდნავ საცხობის ფორმის დასაფარად
- 5 ცალი კვერცხი
- 20 გ შაქრის პუდრი
- 90 გ ბრინჯის ფქვილი
- 120 გ საკონდიტრო შაქარი
მომზადების წესი: - 50 გრადუსზე გაადნეთ ნაღების კარაქი და შოკოლადი, დაუმატეთ კვერცხი, შაქრის პუდრი და საკონდიტრო შაქარი,
- თანდათან დაამატეთ გამდნარი კარაქი და შოკოლადი,
- გაცერით ბრინჯის ფქვილი და დაამატეთ მიღებულ მასაში,
- მოათავსეთ ღუმელში 170 გრადუსზე საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 9 წუთის განმავლობაში.
წყარო: vogue