Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები - ასე ჰქვია უნიჭიერესი ანა კვირიკაშვილის კულინარიულ გვერდს, რომელსაც "ფეისბუქში" იპოვით. ანა თავის მკითხველს საოცარი კერძების მრავალფეროვანი რეცეპტებით ანებივრებს.
გთავაზობთ ბეზეს ტარტის რეცეპტს
ფხვიერი ცომის ინგრედიენტები:
- 200 გრ ფქვილი
- 100 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 100 გრ შაქარი
- მარილი
- გამაფხვიერებელი 1 ს/კ
- 1 კვერცხი
- 20 მლ რძე
(ამ ინგრედიენტებით მოვამზადე 2-18-სმ-იანი ტარტი)
ფქვილს დავუმატოთ შაქარი, დავუმატოთ გამაფხვიერებელი, კარაქი, მწიკვი მარილი, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. თუ ცომი ფხვიერია, ზედმეტად დავუმატოთ რძე და განვაგრძოთ ზელა. ერთგვაროვანი ცომის მიღებისთანავე ცომი გადავიტანოთ სამზარეულოს პარკზე, შევფუთოთ და დავასვენოთ მაცივარში 30 წუთით. გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, მოვაჭრათ ზედმეტი ცომი, დავჩხვლიტოთ და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე 20 წუთი.
კრემი:
- 4 კვერცხის გული
- 150 გრ შაქარი
- 50 გრ სახამებელი
- 400 მლ რძე
- ვანილი
- 200 მლ ნაღები
მომზადება:
კვერცხის გულებისა და შაქრისგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი, დაბალ ცეცხლზე დავდგათ რძე და დავუმატოთ მომზადებული გოგლიმოგლის მასა, საცერით დავამატოთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვურიოთ. როგორც კი შესქელებას დაიწყებს მასა, დავამატოთ ვანილი და გავაგრძელოთ მორევა პირველი დუღილის ბუშტამდე. როგორც კი წამოდუღდება, კრემი მზადაა. ვაგრილებთ კარგად და ვიწყებთ ნაღების ამოყვანას, ყინულებზე ვდგამთ ცივ თასს, ვასხამთ ნაღებს და ვთქვეფთ საშუალო სიჩქარით. ნაღები რომ გამყარდება, ნელ-ნელა ვამატებთ გაგრილებულ მოხარშულ კრემს. ნაღების კრემიც მზადაა.
ბეზე: დარჩენილ კვერცხის ცილას ( 140 გრ) ვთქვეფთ 100 გრ შაქართან ერთად, ვამატებთ 1 ს/კ სახამებელს, მარილს და ლიმონმჟავას. მიღებულ ბეზეს ვდებთ სასურველი ფორმით საცხობ პერგამენტზე და ვაცხობთ 100 გრადუსზე 1.30 წუთი.
ავაწყვე შემდეგი თანმიმდევრობით:
ტარტზე გულში დავალაგე კურკაგამოცლილი ალუბალი, დავასხი კრემი, დავაყარე ბეზეს ნამტვრევები და მოვრთე მაყვლით და თეთრი მოცხარით.