ლიმონის ცედრა სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით. ეს ნატურალური იმუნური სტიმულატორი და ანტიოქსიდანტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. იცოდით, რომ ლიმონის ცედრის მეშვეობით ფხვნილის მომზადებაა შესაძლებელი, რომელსაც შემდგომ კულინარიაში, კოსმეტოლოგიასა და სახლის საქმეებში იყენებენ?
როგორ მოვამზადოთ ფხვნილი
- გარეცხეთ და გააშრეთ ლიმონი. შემდგომ კანი გააცალეთ, ცედრა მოათავსეთ საცხობ ფორმაში და შედგით ღუმელში 5-6 საათით 50 გრადუსზე. ამის გარდა, ცედრა შეგიძლიათ მზეზეც გააშროთ. მოათავსეთ ფოლგაზე, დააფარეთ მარლა და დადეთ მზეზე. ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოოდ უნდა მიიღოთ სრულად გამომშრალი ქერქი. შემდგომ გაატარეთ ყავის საფქვავში და მიიღეთ ფხვნილი, გაცერით და შეინახეთ მინის ქილაში.
როგორ გამოვიყენოთ ლიმონის ფხვნილი
- ლიმონის ფხვნილი - ეს არის გემრიელი პროდუქტი, რომელიც ყველაფერში გამოიყენება. დაუმატეთ სასმელს, საჭმელს, სახის ნიღბებს და გამწმენდ საშუალებებს. მოკლედ, სრულიად უნივერსალურია.
- მოამზადეთ საჭმლის შესაკმაზად, უბრალოდ დაუმატეთ ზეითუნის ზეთს, ვაშლის ძმარს ცოტაოდენი ლიმონის ფხვნილი. იდეალურად ავსებს სალათებს. აგრეთვე უხდება ხორცპროდუქტებსა და თევზეულს.
- ლიმონის ფხვნილის გამოყენება შეგიძლიათ ტკბილეულისთვის ცომის მომზადების დროსაც. უხდება პურ-ფუნთუშეულს, ტკბილ პურებს.
- ლიმონის ცედრის ფხვნილის დამატება შეგიძლიათ სასმელშიც, დილის ჩაი კი არომატული და გემრიელი გახდება, ხოლო ჩვეულებრივი წყალი - გამაჯანსაღებელი. ფხვნილი უხდება აგრეთვე საზაფხულო კოქტეილებს.
- ლიმონის ცედრას აქტიურად იყენებენ სახლის კოსმეტოლოგიაშიც, ფხვნილისგან შეგიძლიათ დაამზადოთ სახის და ტანის სკრაბი. თუკი დაუმატებთ დაფქულ ყავას, უფრო მეტად ეფექტური იქნება.
ლიმონის ცედრისგან ფხვნილის დამზადების მეთოდი შეგიძლიათ სხვა სახის ციტრუსებზეც გამოსცადოთ, მაგალითად, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ლაიმი. რომელ საინტერესო პროდუქტებს იყენებთ თქვენ კერძების გამრავალფეროვნებისთვის?
წყარო: sovkusom