ქალბატონებისთვის გემრიელი კერძების მომზადება ხომ ხელოვნების ტოლფასია. საქართველოში რომ მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს, ეს ცნობილია, თუმცა, ალბათ, უკვე მოგბეზრდათ ერთი და იგივე კერძები და რაიმე ახალსა და საინტერესოს ეძებთ. თან ზაფხულია და ნაკლებკალორიულზეც არ იტყოდით უარს.
სწორედ ამიტომ, დროა, ახალი რეცეპტები სცადოთ. ნახეთ 4 ნაკლებკალორიული კერძის აქამდე უცნობი რეცეპტი.
1. ზუჩინის პიცის ნავები
საზაფხულოდ ეს კერძი აუცილებლად უნდა სცადოთ, მარტივი, ჯანსაღი და გემრიელია.
ინგრედიენტები:
- ზუჩინი ან ყაბაყი
- სოსისი
- სოკო
- მწვანე წიწაკა
- შავი ზეთისხილი
- წითელი ხახვი
მომზადების წესი:თხლად დაჭერით ზუჩინი, დადეთ ლანგარზე და ნელ-ნელა დააწყვეთ ინგრედიენტები. შემდეგ კი გამოაცხვეთ 30-35 წუთი, მანამ, სანამ ზუჩინი არ გამზადდება და სასიამოვნო არომატს არ დააყენებს.
2. ქათმის ბურიტო თასში
ინგრედიენტები:
- 3 ნაჭერი მოხარშული ქათამი
- დაჭრილი წიწაკა
- პომიდორი დაბლენდერებული
- გახეხილი ჩედარის ყველი
- ცოტაოდენი სიმინდი
დრესინგისთვის:
- ¼ ჭიქა მაიონეზი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 ჩაის კოვზი პილპილი
- ¼ სუფრის კოვზი მარილი
მომზადების წესი:
დრესინგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბლენდერი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად დააბლენდერეთ, მიღებული მასა დაუმატეთ ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს, კარგად აურიეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი, სანამ გემოები კარგად გადაერევა ერთმანეთს. შემდეგ კი შეგიძლიათ ეს მასა პურზე ან პურში მოათავსოთ და ისე მიირთვათ. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ სალათა მიაყოლოთ დასანაყრებლად.
3. სპაგეტი ყველითა და ბროკოლით
ინგრედიენტები:
- 1 შეკვრა სპაგეტი
- ბროკოლი
- 1 შეკვრა რძე ან ნაღები
- ½ ჭიქა პარმეზანი, გახეხილ მდგომარეობაში
- 1 ჩაის კოვზი წიწაკა
- ცოტა მარილი
მომზადების წესი:მოხარშეთ სპაგეტი და მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ ბროკოლი. სპაგეტს ბოლო მომენტში დაუმატეთ ნაღები და პარმეზანი, შემდეგ - წიწაკა და მარილი, ამოურიეთ და აცადეთ, კარგად გაუჯდეს ინგრედიენტები ერთმანეთში. ბოლოს კი მოათავსეთ თეფშზე.
4. გრილზე შემწვარი ორაგული გარნირით
ინგრედიენტები:
- 4 ორაგულის ფილე
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- მარილი
- ლიმონი
- ტომატის სალსის ინგრედიენტები
- 4 პომიდორი
- 1 კბილი ნიორი
- ლიმონი
- ზღვის მარილი და წიწაკა
მომზადების წესი:
დაბეგვეთ ორაგულის ფილე, დაასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შემდეგ კი შეწვით გრილზე. თუ გრილი არ გაქვთ, მოათავსეთ ის მიკროტალღურ ღუმელში და გაახვიეთ ,,ფოლგაში“. სანამ ორაგული იწვება, დაჭერით პომიდორი, დაჭყლიტეთ ნიორი, მოასხით ამ მასას ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაელოდეთ, რომ გემოები კარგად გაუჯდეს ერთმანეთს.
ახლა კი დროა, ორაგულს მივხედოთ. უკვე შემწვარ ორაგულს მოასხით ლიმონის წვენი და სერვირება დაიწყეთ, სულ ბოლოს კი გემრიელად მიირთვით.
წყარო: popsugar.com