ეს სურნელოვანი და გემრიელი აჯიკა აუცილებლად მოგეწონებათ.
ინგრედიენტები:
- 5 ცალი მწვანე ცხარე წიწაკა
- 5 ცალი ბულგარული წიწაკა
- 2 თავი ნიორი
- 100 გრ ქინძი
- 100 გრ ოხრახუში
- 100 გრ კამა
- 2 ს/კ. მარილი
- 50 გრ პიტნა
- 1 ს/კ ხმელი ქინძი
- 2 ს/კ შაქარი
- 4 ს/კ ძმარი
- 1 ს/კ ორეგანო
- 0,5 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
- 1 ს/კ მაიორანი
- 50 გრ ტარხუნა
მომზადება:
- ბულგარული და ცხარე წიწაკა გაარჩიეთ, გამოაცალეთ თესლები.
- გახეხეთ ნიორი და კარგად გარეცხეთ მწვანილი.
- მწვანილი, ნიორი და ორივე სახის წიწაკა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ.
- დაამატეთ ორეგანო, ქინძი, კამა და მაიორანი, მარილი, შაქარი, ძმარი და მზესუმზირის ზეთი. კარგად აურიეთ.
- აჯიკა გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.