მარტივი და გემრიელი: ბადრიჯნის სტეიკები 4 პერსონაზე

მარტივი და გემრიელი: ბადრიჯნის სტეიკები 4 პერსონაზე
გემრიელი და ნოყიერი ბადრიჯანი სწორად შეწვის შემთხვევაში, შესაფერისი სოუსით, ხორცპროდუქტის კერძს მარტივად ჩაანაცვლებს.
სირთულე: მარტივი
დრო: 30 წუთი
კერძი გათვლილია 4 პერსონაზე


ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • ვორჩესტერის სოუსი 50 გრამი
  • სტეიკის სოუსი 50 გ
  • ზეითუნის ზეთი 125 მლ
  • თაფლი 2 სუფრის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 2 ჩ/კ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • გახეხილი პარმეზანი 250 გ
  • ოხრახუში წვრილად დაჭრილი 3 ს/კ

მომზადების წესი:

  1. სოუსები აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთთან, თაფლთან და ძმართან ერთად. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
  2. ბადრიჯანი დაჭერით გრძლად, ოდნავ მსხვილად,
    სტეიკების მარტივად მოსამზადებლად, კარგად გააშრეთ და მარილი მოაყარეთ. თითოეული ნაჭერს ფუნჯის მეშვეობით წაუსვით სოუსის მასა, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და შედგით 2-3 წუთით ღუმელში. შემდეგ გადმოაბრუნეთ კიდევ ერთხელ 2-3 წუთში, მოაყარეთ პარმეზანი და თავიდან შედგით 1-2 წუთით თითოეულ მხარეზე.
  3. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ ზემოდან ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით.

წყარო: elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93