ტკბილი სინორის რეცეპტი ანა კვირიკაშვილისგან (+ ვიდეო) - Marao

ტკბილი სინორის რეცეპტი ანა კვირიკაშვილისგან (+ ვიდეო)

2020-09-29 11:37:07+04:00


Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები - ასე ჰქვია უნიჭიერესი ანა კვირიკაშვილის კულინარიულ გვერდს, რომელსაც "ფეისბუქში" იპოვით. ანა თავის მკითხველს საოცარი კერძების მრავალფეროვანი რეცეპტებით ანებივრებს.

ზაფხული, აჭარის რეგიონი, აჭარული კერძების გავლენა ჯერაც იგრძნობა ჩემს ყოველდღიურობაში. ვფიქრობ, სეზონს ამ დესერტით დავხურავ და შემოგთავაზებთ ჩემი საყვარელი კერძის, სინორის, ტკბილ ვერსიას:⁣

⁣

დაგჭირდებათ:⁣

⁣ სინორის ფირფიტები (ან სომხური ლავაში)⁣
  • თაფლი 2 ს/კ⁣
  • ნიგოზი გატარებული 2 ს/კ⁣
  • ქიშმიში 50 გრ⁣
  • წყალი 250 მლ (ადუღებული და გაგრილებული)⁣
⁣

კეცში ჩალაგებულ სინორის ფირფიტებს ვასხამთ თაფლიან, ნიგვზიან და ქიშმიშიან წყალს. კეცს ვდგამთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთი და ვაცხობთ. ვაფორმებთ სურვილისამებრ.