5 შოკოლადის დესერტი, რომლებიც 10 წუთში მზადდება

5 შოკოლადის დესერტი, რომლებიც 10 წუთში მზადდება
ასე ამბობენ, დედამიწაზე ყველაფერი იქამდე კარგად იქნება, სანამ შოკოლადი იარსებებსო. ეს ნაწილობრივ მართალია. შოკოლადი ხომ თითქმის ყველა ადამიანს უყვარს და ასევე ყველას აბედნიერებს. შოკოლადი და ბედნიერება ვახსენეთ და კულინარიაზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას. ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ 10 წუთში ნამცხვრის გამოცხობას შეძლებთ და თან თქვენი ნამცხვარი შოკოლადიანი იქნება.

ნახეთ 5 შოკოლადის დესერტი, რომლებიც 10 წუთში მზადდება


მაფინი ჭიქაში


ინგრედიენტები:
• 3 სუფრის კოვზი ფქვილი
• 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა
• 2 სუფრის კოვზი კაკაო
• 2,5 სუფრის კოვზი შაქარი
• ¼ ჩაის კოვზი სოდა
• 2 სუფრის კოვზი რძე
• 1 კვერცხი
• 2 სუფრის კოვზი ზეთი
• ½ ჩაის კოვზი ვანილი

შეურიეთ ფქვილი, კაკაო, ყავა, შაქარი და სოდა ერთმანეთს. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ზეთი და ვანილი. აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთში მანამდე, სანამ ყველაფერი არ გაზავდება. შემდეგ აიღეთ ჭიქა, წაუსვით კარაქი, ჩაასხით თქვენი მიღებული მასა და 90 წუთი მიკროტალღურ ღუმელში გააჩერეთ.
უკვე გამომცხვარი ცხელი მაფინი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნაყინთან ერთად.

შოკოლადის ბრაუნი


ინგრედიენტები:
• 150 გრამი კარაქი
• 65 გრამი კაკაო
• 200 გრამი შაქარი
• 2 კვერცხი
• 1 ჩაის კოვზი ვანილი
• 100 გრამი ფქვილი

გაადნეთ კარაქი მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით. დაუმატეთ შაქარი, კაკაო, ვანილი და აურიეთ კარგად. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და ათქვიფეთ. მიღებული მასა შედგით უკვე გაცხელებულ მიკროტალღურში 4-5 წუთი და გემრიელად მიირთვით.

შოკოლადის ტორტი


ინგრედიენტები:
• 100 გრამი ფქვილი
• 100 გრამი შოკოლადი
• 100 გრამი შაქარი
• 50 გრამი კარაქი
• 3 კვერცხი
• 1 ჩაის კოვზი სოდა
• 1 ქილა "ნუტელა" ან სხვა აშოკოლადის კარაქი

გაადნეთ კარაქი, შოკოლადი და შეურიეთ ერთმანეთს. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ იქამდე, სანამ კვერცხი არ შეიცვლის ფერს და არ ამოფუვდება. შემდეგ დაუმატეთ კვერცხსა და შაქარს ფქვილი. მასა, რომელსაც თქვენ აკეთებთ, მსუბუქი და ჰაეროვანი უნდა იყოს. ფქვილის შემდეგ დაუმატეთ თქვენს მასას შოკოლადი, კარაქი და სოდა.

მიღებული გემრიელი მასა მიკროტალღურ ღუმელში გამოსაცხობად შედეთ 5-7 წუთში. მალევე ის კონსისტენციას შეიცვლის და ჰაეროვან ნამცხვრად გადაიქცევა. დაჭერით თქვენი ნამცხვარი და წაუსვით მას შოკოლადის კარაქი. შეეცადეთ, გაჟღინთოთ თითოეული ნაჭერი შოკოლადის კარაქით. რამდენიმე წუთი დააცადეთ, რომ შოკოლადი კარგად გაუჯდეს ნამცხვარს და გემრიელად მიირთვით.

შოკოლადის კარტოფილები


ინგრედიენტები:
• 300 გრამი ორცხობილა. უმჯობესია შოკოლადიანი ორცხობილები
• 2/3 ჭიქა რძე
• 100 გრამი კარაქი
• 3 სუფრის კოვზი კაკაო

დაფხვენით ორცხობილები ან დააბლენდერეთ ისინი. ცალკე თასში შეურიეთ კააკო, რძე და დამდნარი კარაქი. დაფხვნილი ორცხობილები ბურთებად აქციეთ და თქვენს მიღებულ მასაში ამოავლეთ. გააციეთ ბურთები, კაკაო რომ გამაგრდეს და გემრიელად მიირთვით.

შოკოლადის მუსი


ინგრედიენტები:
• 200 გრამი შოკოლადი
• 100 მილიგრამი კრემი
• ხილი

გაადნეთ შოკოლადი და შეურიეთ ის კრემს. გადაანაწილეთ რამდენიმე თასში და ჯოხებზე წამოცმული სხვადასხვა ხილი ამ გემრიელ მასაში ამოავლეთ. შედეთ საყინულეში რამდენიმე საათით და შემდეგ მიირთვით.

წყარო:brightside.me
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93