„ჩემს ასაკში რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები, ვარ მხიარული და არ ვიმატებ – ეს ნორვეგიული ორაგულის დამსახურებაა“ - ესმა კუნჭულია

„ჩემს ასაკში რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები, ვარ მხიარული და არ ვიმატებ – ეს ნორვეგიული ორაგულის დამსახურებაა“ - ესმა კუნჭულია
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ თევზეულის მოყვარული, დროა, ეს შეცვალოთ. თევზი და განსაკუთრებით, ცხიმიანი თევზი, როგორიც ორაგულია, ძალიან მდიდარია D ვიტამინითა და ომეგა 3-ით, რაც სხვა არაერთ სარგებელთან ერთად, ახალგაზრდობის ელექსირადაც მიიჩნევა. ის ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას, რაც ნაოჭების გაჩენისგან იცავს ადამიანს. წლების მატებასთან ერთად მცირდება კოლაგენის ბუნებრივად გამომუშავების პროცესი, მის სტიმულაციას კი ხელს უწყობს ომეგა 3-ის ვიტამინებთან - E-სა და C-სთან ერთად მიღება.

სხვადასხვა კვლევით და მათ შორის, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია,
რომ თუ გსურთ ხანგრძლივად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად რეგულარულად უნდა მიირთვათ თევზი. ორაგულს მისი ცხიმიანობისა და ომეგა 3-ის მაღალი შემადგენლობის გამო ხშირად სილამაზის ბუსტერად იხსენიებენ. ის აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მას მზის სხივების ზიანისგან იცავს. ორაგულში შემავალი სხვადასხვა ვიტამინი იცავს კანს დაზიანებისგან, გაღიზიანებისგან, მზის დამწვრობისგან, ეხმარება მას ელასტიკურობისა და ტენიანობის შენარჩუნებაში.

თუ გსურთ, არ გეტყობოდეთ ასაკი, მიირთვით ცხიმიანი თევზი. თუმცა იცოდეთ, რომ ორაგული მხოლოდ ახალგაზრდობის ელექსირი არ არის, ის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, გულის პრობლემების, ანთებითი პროცესების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების საუკეთესო პრევენციული საშუალებაა.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორაგული ბევრი ცნობილი ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილია. მათ შორისაა ,,პირველი კულინარის“ მთავარი რედაქტორი ესმა კუნჭულია, რომელიც აღნიშნავს, რომ ის კვირაში ერთხელ აუცილებლად მიირთმევს ნორვეგიულ ორაგულს და უპირატესობას „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, „ოკეანის“ პროდუქციას ანიჭებს, რადგან მისთვის თევზის ხარისხი და წარმომავლობა უმნიშვნელოვანესია.

„ორაგული შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს, რაც ადამიანისთვის საჭიროა. ფოსფორის, კალცის, ომეგა 3-ის საბადო. მე ვცდილობ, კვირაში ერთხელ მაინც მივირთვა ორაგული. ხშირად ვამზადებ ორაგულს ცოცხლად, რომელიც იდეალურია ნებისმიერ კვებაზე, მათ შორის, დილით, საუზმეზე ჭიქა ყავასთან ერთადაც კი. ის, რომ ჯანმრთელი ვარ, ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოვიყურები, სულ პოზიტიური გუნება-განწყობა მაქვს, სწორედ ორაგულისა და ზოგადად, თევზის დამსახურებაცაა. ჩემი 14 წლის შვილიც ხშირად მიირთმევს ორაგულს. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ყურადღება მიაქციეთ თევზის წარმომავლობას. მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ, თავისუფალ წყლებში გაზრდილი ორაგული არის ყველა იმ სასარგებლო თვისების მატარებელი, რაც მას უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს ესმა კუნჭულია.

აქვე გთავაზობთ რეცეპტს ესმა კუნჭულიასგან, რომელიც გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ორაგული ცოცხლად.


დაგჭირდებათ:

  • 800 გრ „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, „ოკეანის“ ნორვეგიული ორაგული,
  • 2 ს.კ. იოდიზირებული მარილი,
  • 1 ს.კ. შაქარი და შავი პილპილის მარცვლები.


მომზადება:

მაღალი ხარისხის ნორვეგიული ორაგული გაასუფთავეთ ძვლებისგან, გარეცხეთ და გაამშრალეთ სამზარეულოს ხელსახოცით. ერთიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. თასში აურიეთ ერთი ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. მარილი და მოურიეთ. ამ ნაზავით დაამარილეთ თევზი - ბოლომდე დააყარეთ, არ გეგონოთ გადაამარილებთ - თევზი შეისრუტავს იმდენ მარილს, რამდენიც მას სჭირდება. მოათავსეთ თევზი იმავე ჭურჭელში, მოაყარეთ რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი. გადააკარით თევზიან ჭურჭელს სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 24 საათი. 24 საათის შემდეგ გამოიღეთ და სამზარეულოს ხელსახოცით გაამშრალეთ თევზი. ჭურჭელში შეამჩნევთ ზედმეტ სითხეს და გადაღვარეთ. დაჭერით თხელ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93