2021 ხარის წელია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ საახალწლოდ კონკრეტული კერძები სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს, რადგან მას სიხარული, სიყვარული, კეთილდღეობა და სურვილების ასრულება მოაქვს თქვენთან!
ნახეთ, სალათა "ხარის წელის" რეცეპტი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- იხვის ფილე - 200 გრამი
- მოხარშული ძეხვი - დეკორისთვის
- სოკო - დეკორისთვის
- ყველი - დეკორისთვის, 2 ნაჭერი
- კარტოფილი - 2 ცალი
- კვერცხი - 2 ცალი
- ბარდა - 1 ქილა
- მჟავე კიტრი 2 ცალი
- მაიონეზი - 100 გრამი
მოხარშეთ ფილე, კვერცხი და კარტოფილი. დაჭერით ხორცი ზოლებად და დაიწყეთ ხარის ფორმის აწყობა. ჯერ დადეთ ხორცი, შემდეგ დააყარეთ ბარდა, გახეხილი კარტოფილი და მაიონეზი შემდეგ დააწყვეთ კვერცხის ცილა ისე რომ ხარის ზედაპირი მთლიანად დაფაროთ.
დაჭერით ძეხვი და ხარის ყურები და ცხივრი გააკეთეთ. სოკოთი თვალები და ცხვირის ნესტოები მიამატეთ კერძს და ბოლოს, ყველს რქების ფორმა მიეცით. სულ ეს არის თქვენი ხარი მზადაა სუფრის დასამშვენებლად!
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>