მალე 2021 წელი მოვა და თეთრი თაგვის წელს თეთრი ხარის წელი ჩაანაცვლებს. ალბათ, საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყეთ და სანამ კერძების არჩევაზე გადახვალთ, გაითვალისწინეთ, რომ ხარი პრეტენზიული ცხოველია, წითელი ფერი არ უყვარს და როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე კერძის მიტანა საახალწლო სუფრაზე ამ წელს დაუშვებელია.
- ნახეთ, რა არ უნდა მოამზადოთ 2021 წელს
საახალწლო სუფრის გაწყობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძროხისა და ხბოს ხორცის მაგიდაზე დანახვა ხარს არ ესიამოვნება. საახალწლო კერძების მომზადებისას სიფრთხილე გმართებთ ძეხვეულთანაც, რადგან შეეცადეთ ისეთი პროდუქტი შეიძინოთ, რომელიც ძროხისა და ხბოს ხორცს არ შეიცავს.
საქართველოში მიღებული ტრადიციაა, რომ ახალი წლის სუფრაზე ლაბა ("ხალადეცი") უნდა იდოს, თუმცა, როგორც ამბობენ, ხარის წელში სუფრაზე მისი ადგილი არ არის და უმჯობესია, 2021 წელს უარი თქვათ ამ სახის კერძებზე.
როგორც ასტროლოგებისგან შევიტყვეთ, თუ ხარისთვის მისაღებ წესებს ჩვენც არ გავითავისებთ, წელს იღბლისა და ბარაქის იმედი არ უნდა გვქონდეს.
შეზღუდვები მხოლოდ ხორცს არ ეხება, ხარს სასტიკად არ უყვარს ნასვამი ხალხი. ის კონსერვატიულ ცხოველებს ეკუთვნის და უმჯობესი იქნება, თუ ამ ახალ წელს ბევრ და ძლიერ ალკოჰოლს არ მიიღებთ.
ასტროლოგების ბოლო რჩევა 2021 წლისთვის ისევ კერძებს ეხება. მათი თქმით, წელს თავი უნდა შევიკავოთ ეგზოტიკური საკვებისგან და მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად, აქტიურად მივირთმევთ ხოლმე.
იხილეთ: სალათა "ხარის წელი", რომელიც აუცილებლად უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე