კარკადეს ჩაი - ვარსკვლავების სილამაზის ელექსირი

კარკადეს ჩაი - ვარსკვლავების სილამაზის ელექსირი

პიგმენტური ლაქებისა და ცელულიტისგან თავის დაღწევა თუკი თქვენი მიზანია, ამასთანავე, დაბერების პროცესის შენელება - პრიორიტეტი, ჰიბისკუსის ჩაი საუკეთესო ალტერნატივაა.

დიდი ალბათობით, ერთხელ მაინც გექნებათ გასინჯული კარკადეს ჩაი. ეს მცენარე ბევრი სახელწოდებით გვხვდება: იაპონური/სუდანის ვარდი, იამაიკის ყვავილი, როზელა, თუმცა ყველაზე გასაგები და პოპულარული - ჰიბისკუსია. როგორც აღმოჩნდა, ჰიბისკუსი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით გამოირჩევა.

რა არის კარკადე?

ჰიბისკუსი - ეს არის კენკროვანების ოჯახიდან ბუჩქი, რომლის სამშობლოც ტროპიკული აფრიკული ქვეყნებია: ეგვიპტე, სუდანი, სენეგალი. თუმცა იმისათვის, რომ სამკურნალოდ გამოიყენონ, ჰიბისკუსის კულტივირება მოახდინეს სხვა

მხარეებშიც, როგორებიცაა ჩინეთი და მექსიკა. კარკადე - ეს არის ჰიბისკუსის გამომშრალი ყვავილი.


რა სარგებლობა მოაქვს კარკადეს კანისთვის?

აუცილებელი მჟავების ბუნებრივი საბადო სწორედ ჰიბისკუსია, რომელიც პიგმენტურ ლაქებს აქრობს და კანს აღიავებს. ის ხშირად გამოიყენება პილინგისთვის, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.

„ჰიბისკუსი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და А, С, Е და В1 ვიტამინებს. ის სუსტი დიურეთიული მოქმედებით გამოირჩევა და გამოაქვს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან - რაც ებრძვის დაბერების პროცესს და ცელულიტის წარმოქმნას უშლის ხელს“ - განმარტავს კვების სპეციალისტი იბეროამერიკული უნივერსიტეტიდან კარლა ვიდალი.

რით გამოირჩევა კარკადე?

როზელა მდიდარია რკინითა და კალციუმით - ჯანმრთელობისთვის ორი შეუცვლელი მინერალით, რომელთა უკმარისობა ბავშვობის, თინეიჯერობისა და რეპროდუქციის პერიოდში განსაკუთრებით საშიშია.

„დიაბეტიანებისთვისაც კი კარკადე მეგობარია, იმიტომ, რომ დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და სისხლში კი - გლუკოზას; ხოლო თუკი ცხიმი გაქვს, ჰიბისკუსის ჩაი მის დაშლას შეუწყობს ხელს“ - განმარტავს ვიდალი.


როგორ გამოვიყენოთ?

ჰიბისკუსის ფოთლების ნახარში კომპრესების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ: მაგალითად, თვალის ქვეშ დაღლილობის მოსახსნელად, ჭრილობებზე მათ სწრაფად შესახორცებლად ან უბრალოდ ჩაის სახით ცელულიტისა და პიგმენტური ლაქების გასაქრობად.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93