ქეთი ხატიაშვილი სმუზის საკუთარ რეცეპტს აქვეყნებს - "სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და კუჭ-ნაწლავისთვის" (ვიდეო) - Marao

ქეთი ხატიაშვილი სმუზის საკუთარ რეცეპტს აქვეყნებს - "სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და კუჭ-ნაწლავისთვის" (ვიდეო)

2021-03-17 21:23:12+04:00


ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილი "ინსტაგრამ გამომწერებს" სხვადასხვა რჩევას სილამაზისა და იდეალური ფორმების შესანარჩუნებლად ხშირად უზიარებს.

ამჯერად ქეთიმ გადაწყვიტა, საკუთარი სმუზის რეცეპტი გაეზიარებინა, რომელსაც შვილთან ერთად ამზადებს.

"ჩვენი სმუზის რეცეპტი:

გემრიელი, უმარტივესი სმუზი, რომელსაც ანასტასიაც აკეთებს.

რძე - რამდენიც გაგიხარდებათ,

ბანანი - 1 ან უფრო სქელი და ტკბილი რომ გამოვიდეს, 2 ბანანი,

ყინული - 2-3 ცალი.

ყველაფერი ჩავყარეთ ბლენდერში, 30 წამი ჩავაბჟღუილეთ და სმუზი მზად არის", - წერს ქეთი.

მისივე თქმით, სმუზი საჭიროა ნაწლავების გასაწმენდად და ზოგადად, ორგანიზმის სიჯანსაღისთვის.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>