31 დეკემბერს „მასტერშეფის“ კარი შოუს ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მონაწილეებისთვის კიდევ ერთხელ გაიღო. მათ შორის დალი ჩიტალაძეც მოხვდა. მან გამოცდილ შეფებს მექსიკური პოზოლეს საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა და, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ წარმატებულადაც - ამ კერძით დალი ჩიტალაძე ახალი წლის „მასტერშეფის“ გამარჯვებული გახდა. მოდის ექსპერტი და ბლოგერი რეცეპტს ამჯერად „იუთუბ-გამომწერებს" უზიარებს. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:

ინგრედიენტები ხორცის მოსამზადებლად:
1 კგ ღორის რბილი ხორცი
2 თავი ხახვი
5 კბილი გაჭყლეტილი ნიორი
5 ც დაფნის ფოთოლი
2 ც წითელი წიწაკა
1 ც გაწურული ლიმონი
2 ჩ/კ ორეგანო
2 ჩ/კ ძირა
მომზადება:
მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს და მოხარშეთ 2 საათის განმავლობაში ჰერმეტულად დაცულ ქვაბში.
ინგრედიენტები ლობიოს სოუსის მოსამზადებლად:
800 გრ მოხარშული ლობიო
500 მლ ბულიონი
1 ც წითელი, ყვითელი და მწვანე წიწაკა
1 ც მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა
4 კბ ნიორი
1 საშუალო ზომის კონა ქინძი (მხოლოდ ფოთლები)
2 ჩ/კ ძირა
2 ჩ/კ ორეგანო
მომზადება:
კარგად გადაწურეთ ლობიო და მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ 500 გრამი ბულიონი, წიწაკა, ნიორი, ქინძი, ძირა და ორეგანო და კარგად დააბლენდერეთ. მიღებული მასა წამოადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
ინგრედიენტები მწვანე სოუსის მოსამზადებლად:
1 საშუალო ზომის კონა პიტნა (მხოლოდ ფოთლები)
1 საშუალო ზომის კონა ქინძი (მხოლოდ ფოთლები)
2 კბ ნიორი
½ ლაიმის წვენი
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
100 მლ წყალი
მომზადება:
მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და დააბლენდერეთ მანამდე, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.
გარნირისთვის დაჭერით კომბოსტო წვრილად და დაუმატეთ ლიმონის წვენი. მოხარშული ხორცი დაჭერით და მოათავსეთ კომბოსტოზე. მოასხით ლობიოს სოუსი და გააფორმეთ მწვანე სოუსითა და მწვანილებით.
