მაკა ზამბახიძემ რატი დურგლიშვილს სახლში უმასპინძლა - ნახეთ, რა მოამზადა მომღერალმა (ვიდეო) - Marao

მაკა ზამბახიძემ რატი დურგლიშვილს სახლში უმასპინძლა - ნახეთ, რა მოამზადა მომღერალმა (ვიდეო)

2021-04-02 12:44:51+04:00


მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მეგობარს, რატი დურგლიშვილს სახლში უმასპინძლა და სხვადასხვა კერძიც მოამზადა. ამის შესახებ რატიმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა.

მაკამ კულინარიით თავი ადრეც დაამახსოვრა საზოგადოებას, როცა საკუთარი ხელით ნამცხვარი "შუ" გამოაცხო და ფოტოები სოციალური ქსელით გამოაქვეყნა. მაშინ მის ფოტოებს შოუბიზნესის ბევრი წარმომადგენელი აზიარებდა.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მაკას მენიუ ასე გამოიყურება: ჩაშუშული ისპანახი, მჭადი, ფლავი და ჭარხლის სალათა.

რატისა და მაკას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. მათ წლების წინ საზოგადოებას თავი დუეტით დაამახსოვრეს, რომელსაც "ჯორჯია" ერქვა.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>