რატომ არ ჭამენ ევროპაში წიწიბურას?

რატომ არ ჭამენ ევროპაში წიწიბურას?
მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მსგავსად საქართველოსი, მრავალფეროვანი სამზარეულო და განსხვავებული კულინარიული ტრადიციები აქვს. გურმანები ზოგჯერ ათასობით კილომეტრს გადიან, რათა საყვარელი კერძი დააგემოვნონ. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, სასწავლებლად თუ დასასვენებლად წასული ადამიანი საყვარელ კერძსა თუ ინგრედიენტს, რომელიც მის სამშობლოში ყოველდღიური რაციონის ნაწილი იყო, ვერ პოულობს. ამ სტატიაში სწორედ ასეთი პროდუქტის, წიწიბურას შესახებ მოგიყვებით.

რატომ გვიყვარს წიწიბურა ასე?
სლავები წიწიბურას საკუთარ პროდუქტად თვლიან, თუმცა ის საზოგადოებას ბიზანტიელებმა ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში გააცნეს. მარცვლეულმა, სიმარტივისა
და გემოვნური თვისებების გამო, მალევე მოიპოვა სიყვარული და მას დღემდე ინარჩუნებს. ჩვენს ქვეყანაში წიწიბურას უამრავი ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს. განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ წონის კლების მიზნით დიეტის დროს. სასარგებლო თვისებების გამო წიწიბურას პატარებსაც ხშირად სთავაზობენ.
რატომ არ ჭამენ წიწიბურას ევროპაში?
თუკი ევროპელებს ამ კითხვას დაუსვამთ, პასუხსაც მალევე მიიღებთ - ისინი თვლიან, რომ ის მწარეა. სხვა მარცვლეულთან შედარებით, მათთვის წიწიბურას უცნაური გემო და სტრუქტურა აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპასა და ამერიკაში წიწიბურას პირუტყვის საკვებად იყენებენ. მათთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ პროდუქტისგან ვინმე, შესაძლოა, ფაფას აკეთებდეს და სიამოვნებით მიირთმევდეს.

სად იყიდება წიწიბურა ევროპაში?
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში წიწიბურას დიდად არ სწყალობენ, მისი ყიდვა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ეკომაღაზიებში იყიდება მწვანე, გადაუმუშავებელი წიწიბურა, როგორც სასარგებლო, ეგზოტიკური გასახდომი საშუალება, მისი ფასი კი საკმაოდ მაღალია.
ევროპელების დამოკიდებულება წიწიბურას მიმართ შეიძლება ჩვენთვის გასაკვირი იყოს, რადგან ჩვენ მას ბავშვობიდან მოვიხმართ და მის გემოში უცნაურსაც ვერაფერს ვამჩნევთ. მაგრამ, როგორც დასაწყისში ვთქვით, ყველა ქვეყანასა და კუთხეს საკუთარი კულინარიული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვს. ასე რომ, სანამ ევროპაში გაემგზავრებით, წინასწარ მოიმარაგეთ თქვენი საყვარელი მარცვლეული.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93