რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები - დალი ცატავას რჩევები

რა განსხვავებაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის და როგორია სააღდგომო სუფრის რიტუალები - დალი ცატავას რჩევები
პას­კა თუ ხა­ტის­პუ­რი - ეს კი­თხვა აღ­დგო­მის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე, ბოლო დროს, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. დიდი ინ­ტე­რე­სით მას გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რად­გა­ნაც პას­კა სა­აღ­დგო­მო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

"სა­ერ­თოდ, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი უნდა გა­მო­ხა­ტოს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რია, ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს... ეს სა­გა­ნი არც ჩვენს წი­ნაპ­რებს, არც ჩვენ არ გვის­წავ­ლია და ახალ თა­ო­ბა­საც არ აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დალი ცა­ტა­ვა.

ის სა­აღ­დგო­მო სუფ­რის მთა­ვარ ატ­რი­ბუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი თხოვ­ნით
გვე­სა­უბ­რე­ბა:

"პური" სა­კულ­ტო თე­მაა არა მარ­ტო ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში, არა­მედ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო სა­კი­თხია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბის 80% მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია. ქრის­ტი­ა­ნებს, იცით, გვაქვს ლოც­ვა "მა­მაო ჩვე­ნო", სა­დაც არის ფრა­ზა - "პური ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა“, რაც პურს უკავ­შირ­დე­ბა... ამის გარ­და, ჩვენს კულ­ტუ­რა­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ნა­დი­მის თე­მას, ტრა­პეზს, პუ­რო­ბას, რა­საც პუ­რის გა­ტეხ­ვა­საც ვარ­ქმევთ. მა­გა­ლი­თად, ძუნწ ადა­მი­ანს პუ­რძვირს ეძა­ხი­ან, ხელ­გაშ­ლილს - პურ­ღვი­ნი­ანს.

ეს მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­გა­ნია, ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წე­რებს უნდა იც­ნობ­დე, იცო­დე ფი­ზი­კა, ქი­მია, ან­თრო­პო­ლო­გია, გე­ოგ­რა­ფია, პო­ლი­ტი­კა. საქ­მე­ში ფი­ზი­კა რო­მაა ჩარ­თუ­ლი, ამა­ზე ის მე­ტყვე­ლებს, რომ პური სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი წე­სით ცხვე­ბა - თო­ნე­ში, კეც­ზე, ფურ­ნე­ში, ქვა­ზე, ცე­ცხლზე. ამ საქ­მე­ში გე­ოგ­რა­ფი­აც ერ­თვე­ბა, რად­განაც ხორ­ბა­ლი რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი­და­ნაა, ამა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი დალი.
- და პას­კა არის თუ არა მარ­თლაც ხა­ტის­პუ­რი?

- პას­კა სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, მაგ­რამ ხა­ტის­პუ­რი ნამ­დვი­ლად არ არის. სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რებ­ში უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბა (ლი­კან ლა­ვა­ში, აგუ­ნას პური, ლემ­ზი­რე­ბი, კვიკ­ვი­ნე­ბი) გვქონ­და. ხა­ტის­პუ­რი სა­ხა­ტო ქა­დაა, იგი­ვე ტკბი­ლი პური, რო­მელ­საც მთა­ში აცხობ­დნენ. პუ­რის სა­ხე­ო­ბებს სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი: სა­აღ­დგო­მო, სა­შო­ბაო. მა­გა­ლი­თად, რა­ჭა­ში გა­ნა­ტეხ პურს აცხობ­დნენ. ეს ის პუ­რია, რო­მე­ლიც ბო­სელ­ში შეჰ­ქონ­დათ აღ­დგო­მის ან შო­ბის ღა­მეს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გამ­რავ­ლე­ბას­თან. აღ­დგო­მაც ხომ გა­ზა­ფხულ­ზე, ბუ­ნი­ო­ბის პე­რი­ოდ­შია, რა­შიც ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­წყე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა.

სა­აღ­დგო­მოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად "ტაბ­ლებ­საც“ აცხობ­დნენ - და­ი­დებ­დნენ მას ხე­ლის­გულ­ზე და ალი­ონ­ზე მზეს შე­ა­ვედ­რებ­დნენ, რომ მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­დათ, რად­გა­ნაც ყა­ნას უვ­ლიდ­ნენ...

ტკბი­ლი ქა­დაც სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, რო­მე­ლიც ხა­ტო­ბა­ზე მიჰ­ქონ­დათ. ის შე­იძ­ლე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო ხა­ტის­პუ­რის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად გან­ვი­ხი­ლოთ. ხევ­სუ­რეთ­ში სა­ტაბ­ლო პური (თხე­ლი პური) ჰქონ­დათ. მას მი­წე­ბის მოხ­ვნის დას­რუ­ლე­ბი­სას, სა­თი­თა­ოდ ფიც­რებ­ზე ჩა­ამ­წკრი­ვებ­დნენ და ისიც ხა­ტის­პუ­რი იყო... ასე რომ, პას­კა ნამ­დვი­ლად არ არის ხა­ტის­პუ­რი.
- რა არის პას­კა?

- პას­კა, რო­გორც ვთქვით, სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ აღ­დგო­მის­თვის ცხვე­ბა. ადრე მას არ­ტო­სი (ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვა) ერ­ქვა. არ­ტო­სი მა­ღა­ლი სქე­ლი პუ­რია, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის შემ­დეგ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­სავ­ლის კარ­თან იდო, შემ­დეგ კი მორ­წმუ­ნე­ებს ურიგ­დე­ბო­დათ.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93