კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი საკვებია, მაგრამ ზოგჯერ მასაც შეუძლია კუჭის პრობლემების გამოწვევა, - ამის შესახებ ჩინეთის მედია Sohu წერს.
კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს და ცილას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ასევე, ის კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ხელს უწყობს მაღალი წნევის რეგულირებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას. კარტოფილი ასევე მნიშვნელოვანია სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.
თუმცა, მიუხედავად ყველა სასარგებლო თვისებისა, შემწვარი კარტოფილი პომიდორთან არასდროს არ უნდა მიირთვათ. ჩინური მედიის მიხედვით, ეს კომბინაცია საკვები ნივთიერებების შეწოვას ართულებს და იწვევს საჭმლის მონელების დარღვევას.