ჯანსაღი "სნიკერსი" სახლის პირობებში - ნუცა სურგულაძის უმარტივესი რეცეპტი დიასახლისებისთვის - Marao

ჯანსაღი "სნიკერსი" სახლის პირობებში - ნუცა სურგულაძის უმარტივესი რეცეპტი დიასახლისებისთვის

2021-06-17 19:35:25+04:00


პროექტ "მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე საზოგადოებას ახალ საინტერესო რეცეპტს სთავაზობს. ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ "სნიკერსი" სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

  • ბანანი
  • მიწის თხილის კარაქი
  • თხილი
  • ნუში
  • შავი შოკოლადი

დაჭერით ბანანი, გაჭერით შუაზე, დაყავით 3 ნაწილად და წაუსვით მიწის თხილის კარაქი. შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი, ნუშის ფანტელები და ბოლოს მოასხით გამდნარი შავი შოკოლადი. გაყინეთ თქვენი "სნიკერსი" რამდენიმე საათით და გემრიელად მიირთვით.