პროექტ "მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე საზოგადოებას ახალ საინტერესო რეცეპტს სთავაზობს. ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ "სნიკერსი" სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
- ბანანი
- მიწის თხილის კარაქი
- თხილი
- ნუში
- შავი შოკოლადი
დაჭერით ბანანი, გაჭერით შუაზე, დაყავით 3 ნაწილად და წაუსვით მიწის თხილის კარაქი. შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი, ნუშის ფანტელები და ბოლოს მოასხით გამდნარი შავი შოკოლადი. გაყინეთ თქვენი "სნიკერსი" რამდენიმე საათით და გემრიელად მიირთვით.