პიტნისა და კიტრის კრემ-სუპი
ინგრედიენტები:
230 გრ ნატურალური იოგურტი ან კეფირი
რეჰანი 1 პატარა კონა
პიტნა 1 პატარა კონა
მწვანე ხახვი 2 კონა
კიტრი 1 ცალი
ლიმონის წვენი1 ს/კ.
ცხელი სოუსი (მაგალითად, ტაბასკო) 1/2 ჩ.კ.
მარილი გემოვნებით
მომზადება:
წვრილად დაჭერით რეჰანი, პიტნა და ხახვი, შეინახეთ პიტნის რამდენიმე ფოთოლი გასაფორმებლად. დაჭრილი მწვანილი შეურიეთ იუგურტს და გადაიტანეთ ბლენდერში. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კიტრი და კარგად დააბლენდერეთ. ნარევს გემოვნებით დაამატეთ ლიმონის წვენი, ცხარე წიწაკა, მარილი. წვნიანი გააცივეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ პიტნის ფოთლებითა და კიტრის ნაჭრებით.
ნესვის კრემ-სუპი
ინგრედიენტები:
ნესვი 2 ცალი
200 მლ ვაშლის ძმარი
შაქარი 3 ს/კ.
წყალი 100 მლ;
პიტნა 1 კონა
მომზადება:
გაასუფთავეთ ნესვი კანისა და შიგთავსისგან, ამოჭერით მისი რბილობისგან პატარა ბურთები და შედგით ის საყინულეში 4-6 საათის განმავლობაში.
ქვაბში მოამზადეთ შაქრისა და წყლის ნაზავი, დაუმატეთ მას პიტნა და გააჩერეთ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შემდეგ პიტნა გამოაცალკევეთ და მიღებული მასა გააცივეთ.
მეორე ნესვი გაასუფთავეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. დაასხით მასა, რომელიც მანამდე მოამზადეთ და კარგად დააბლენდერეთ. დაუმატეთ ვაშლის ძმარი და კვლავ აურიეთ. მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში და გააფორმეთ პიტნითა და ნესვის გაყინული ბურთებით.
ავოკადოს კრემ-სუპი
ინგრედიენტები:
მწიფე ავოკადო 3 ცალი
იოგურტი 300 მლ
თხილი 50 გრ
კამა 1კონა
ოხრახუში 1 კონა
ხახვი ½ ცალი
ლიმონის წვენი 1 ს/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
მომზადება:
ავოკადოს რბილობი კოვზით ამოიღეთ, მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააბლენდერეთ. დაუმატეთ იოგურტი, თხილი, ხახვი, ძმარი ან ლიმონის წვენი, მარილი და 100 მლ წყალი და გააჩერეთ. თუ უფრო თხელი წვნიანი გსურთ, დაამატეთ ცოტა მეტი წყალი. მიღებული მასა გააჩერეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში, გააფორმეთ ოხრახუშითა და ავოკადოს ნაჭრებით.
გასპაჩო
ინგრედიენტები:
გამხმარი თეთრი პური 100 გრ
ნიორი 2 კბილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მწიფე პომიდორი 1 კგ
კიტრი 2 ცალი
მწვანე ბულგარული წიწაკა 1 ცალი
ბალზამიკის სოუსი 3 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი 30 მლ
ცივი წყალი 250 მლ
ბაზილიკი 1 კონა
კაკალი 10 გრ
მომზადება:
დაასხით წყალი პურს, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. მოათავსეთ ნიორი ქვაბში, დაამატეთ ცოტა წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთით ცეცხლზე. მოაშორეთ თესლი პომიდორს და დაჭერით კუბებად. ნიორი გადაიტანეთ ბლენდერში. გაწურეთ პური, დაუმატეთ ნიორს. დაამატეთ მარილი, პომიდორი, 1 დაჭრილი კიტრი, მწვანე წიწაკა, დაასხით ძმარი. ათქვიფეთ ბლენდერში, სანამ ამ მიიღებთ პიურეს და დაუმატეთ 10 მლ ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში. გარნირისთვის ბლენდერში მოათავსეთ კაკალი, რეჰანი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი გემოვნებით. გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებით და გემრიელად მიირთვით.
ყაბაყის კრემ-სუპი
ინგრედიენტები:
ზეითუნის ზეთი 1 ს/კ.
ხახვი 1 ცალი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ნიორი 2 კბილი
კარი 2 ჩ/კ
ყაბაყი 1კგ
კარტოფილი 1 ცალი
მომზადება:
ღრმა ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, გააჩერეთ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ კარი და დააყოვნეთ კიდევ ერთი წუთით. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ყაბაყი, კარტოფილი და 4 ჭიქა წყალი. მას შემდეგ, რაც ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ გახდება ნაზი. ჩაასხით წვნიანი ბლენდერში და შედგით მაცივარში. გააფორმეთ პიტნის ფოთლებით და ყაბაყით.