„ოსპი ტარხუნით“ - მანიკა ასათიანი გამომწერებს ახალ რეცეპტს უზიარებს

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.

რამდენიმე თვის წინ, "ინსტაგრამსთორის" საშუალებით, მანიკამ წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, გასულ წელს, პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე, მან წონაში მოიმატა, რამაც ვარჯიშისა და სწორი კვებისკენ უბიძგა. კვირაში 5-ჯერ საათ-ნახევრის განმავლობაში ვარჯიშობს, იღებს საჭირო რაოდენობის წყალს და ცდილობს, ჯანსაღად იკვებოს. ამ რეჟიმის წყალობით მან, დაახლოებით, 12 კილოგრამი დაიკლო.


როგორც
ჩანს, ის წონის კლების შემდეგაც განაგრძობს ჯანსაღად კვებას და საკუთარ გამოცდილებას გამომწერებსაც უზიარებს. ამჯერად მანიკა ასათიანი „ინსტაგრამსთორიში“ ოსპის მომზადებისთვის საჭირო რჩევებს წერს: „ხარშვის დროს ერთხელ გამოუცვალეთ წყალი, დიდხანს ადუღეთ, რომ ჩაიშრობს წყალს, ჩაყარეთ მარილი, წითელი წიწაკა, ხმელი ქონდარი, ნიორი და უცხო სუნელი. ადუღეთ და ბოლოს 5 წუთით ადრე ჩააჭერით მწვანე ხახვი და ტარხუნა. მე 1 კოვზი კვაწარახიც გავუკეთე, თუ არ გაქვთ, არაუშავს, ისედაც უგემრიელესი იქნება“ - წერს მოდელი.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93